სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარნეულის N6 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
18-10-2019
-
+


მარნეულის N6 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

სკოლამ ღვაწლმოსილ პედაგოგებს გამოსამშვიდობებელი საღამო მოუწყო.

„ეს დღე განსაკუთრებული იყო, სავსე მადლიერებით, სიამაყით, სიყვარულით, სევდით ... სკოლამ გამოსამშვიდობებელი საღამო მოუწყო ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომლებმაც ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნეს სკოლას, შექმნეს მეექვსე სკოლის სახელოვანი ისტორია, აღზარდეს მრავალი თაობა, პირნათლად შეასრულეს თავიანთი საღმრთო მისია ერისა და ქვეყნის წინაშე, მშობლიური რაიონის წინაშე, სადაც ერთნაირი სიყვარულით ზრდიდნენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და აღმსარებლობის მოსწავლეებს, ასწავლიდნენ ერთმანეთის სიყვარულს, პატივისცემას, რუდუნებითა და იმედით ქმნიდნენ ჩვენი ქვეყნის მომავალს“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მარნეულის N6 საჯარო სკოლა მიმოზა დავითაიას, ვერა გასანოვას, ჟანა გოგიანს, ჟულეტა გარიბიანს, ჟუჟუნა შავიშვილს, მაიზარ ისმაილოვას და მუსალიმ კახრამანოვს მადლობას უხდის მარნეულის საზოგადოების სახელითა და მათ მიერ აღზრდილი მრავალი თაობის სახელით. სკოლა მათ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას უსურვებს.

საზეიმო ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქენან ომაროვი და საჯარო სკოლის წარმომადგენლები დაესწრნენ.

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება