სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ამაგდარ პედაგოგებთან საზეიმო შეხვედრა გაიმართა
09-10-2019
-
+


დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ამაგდარ პედაგოგებთან საზეიმო შეხვედრა გაიმართა.

„სააქტო დარბაზში საზეიმო შეხვედრა გაიმართა სკოლის ამაგდარ პედაგოგებთან, რომლებმაც სკოლის კედლებში რამდენიმე ათეული წელი გაატარეს და მომავალი თაობის აღზრდას ღირსეულად ემსახურებოდნენ. „ქუდსაც მოგიხდი, ქედსაც მოგიხრი, მასწავლებელო ჩემო“- ამ სულისკვეთებით და ასეთი პატივისცემით იყო გამსჭვალული ყველა გამომსვლელის სიტყვა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

პროფესიული დღესასწაული სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს სკოლის დირექტორმა, კლარა ზედგინიძემ, მიულოცა. მან აღნიშნა, რომ  მასწავლებლის ღვაწლი ფასდაუდებელია და ამიტომაც არ არსებობს ყოფილი მასწავლებელი, მიუხედავად იმისა ის აქტიურად მოღვაწეობს თუ დამსახურებულ პენსიაში იმყოფება.

სკოლის ყველა პედაგოგს დირექციისგან საჩუქრები გადაეცა.

5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება