სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში izrune.ge-ს მიერ სტუდენტებისთვის დაგეგმილ სიახლეებს გაეცნენ
08-10-2019
-
+


პროექტ „ეტალონისა“ და საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ეტალონისა“ და izrune.ge-ს სიახლეები წარადგინა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრას აკადემიური წრეების წარმომადგენლები და წარმატებული სტუდენტები ესწრებოდნენ. 

განსაკუთრებული ყურადღება სტუდენტებისთვის განკუთვნილ სრულიად ახალ ნოვაციას - ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარს - ეგმუ-ს, დაეთმო.

აღინიშნა, რომ ტექნიკური განვითარების ეპოქაში განათლება უნდა იყოს ეფექტური და არსებობდეს კონკრეტული საზომი, რაც კურსდამთავრებულ სტუდენტს დიპლომთან ერთად შეეძლება წარადგინოს. ეს იქნება მისი განათლების ეფექტურობის განმსაზღვრელი და შესაბამისობაში თანამედროვე მოთხოვნებთან.

სტუდენტები საკუთარი ეგმუს შეფასებას izrune.ge-ს ტესტების გავლისას შეძლებენ. ტესტების კითხვები კი მორგებული იქნება ეფექტური განათლების და ახალგაზრდის უნარების შეფასება-განვითარებაზე.

ამ სიახლის დანერგვას izrune.ge სწორედ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აპირებს. პროექტში ჩართვის სურვილი გამოხატეს, როგორც უნივერსიტეტის აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, ასევე სტუდენტებმა. 

სიახლის გაცნობის შემდეგ, სტუდენტებმა საკუთარი აზრი გამოთქვეს და საკმაოდ საინტერესო კითხვებიც დასვეს. შეხვედრაზე სტუდენტებსა და ლექტორებს უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ სიტყვით მიმართა. მან პროექტის აქტუალობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყველანაირი პოტენციალი გააჩნია, რომ ჩაერთოს ამ ნოვაციაში და ღირსეულად გაუმკლავდეს სიახლეებს და თანამედროვე გამოწვევებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება