სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბათუმის სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსი „სიტყვის კონა“ იწყება! 
15-10-2019
-
+


ქალაქ ბათუმის მერიამ, ბათუმელი მოსწავლეებისთვის, ახალგაზრდული ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსი „სიტყვის კონა“ დაგეგმა. მე-7 - მე-12 კლასების მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ ლიტერატურულ ასპარეზობაში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ენის თვითმყოფადობის შენარჩუნებას და ახალგაზრდა თაობებში ქართული ენის ლექსიკური მარაგისა და განმარტებით ლექსიკონთან მუშაობის უნარების განვითარებას.

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება „ეტალონის“ პრინციპებით - პირველი ეტაპი სკოლებში ტესტირებაა, რომელიც 10 ოქტომბერს შედგება. პირველი ეტაპის შედეგებით კი მეორე ეტაპზე - ფინალში გადასული მოსწავლეები გამოვლინდებიან. მეორე ეტაპი - ფინალი ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში გაიმართება. 

კონკურსის თემატიკაა სულხან-საბა ორბელიანის ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი  „სიტყვის კონა“ და მასში მონაწილეობის მიღება ბათუმის ნებიემიერ სკოლის მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეუძლიათ.

როგორც etaloni.ge-სთან ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი ია შალამბერიძე აღნიშნავს, კონკურსში მონაწილეობის სურვილი საკმაოდ ბევრმა ახალგაზრდამ გამოთქვა და მათი ზუსტი რაოდენობა პირველ ეტაპზე გახდება ცნობილი:   

- კონკურსში მონაწილე მოსწავლეებმა სულხან-საბას „სიტყვის კონის“ შესაბამისად, 20 კითხვას უნდა გასცენ პასუხი და 4 სავარაუდო პასუხიდან სწორი პასუხი უნდა ამოიცნონ. მეორე ეტაპზე - ფინალში კონკურსის პროცესის სრული გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად, გამოყენებული იქნება სპეციალური ტექნიკური საშუალებები, პლანშეტები, სადაც თითოეული მოსწავლე ინდივიდუალურად დააფიქსირებს საკუთარ პასუხს. კონკურსის მსვლელობისას სპეციალური პროგრამის გამოყენებით, აღრიცხული იქნება სწორი პასუხები, სისწრაფესაც ექნება მნიშვნელობა. ვინც უფრო სწრაფად და სწორად გასცემს პასუხს მეტ შეკითხვას, ის გახდება გამარჯვებული. ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი ამ ღონისძიებაზე და ტენდერში გამარჯვებული კომპანია არის სწორედ შპს „ეტალონი-მედია ჯგუფი“, რომელიც კონკურსის ორგანიზებას და ჩატარებას უზრუნველყოფს.

კონკურსის გამარჯვებულთათვის ბათუმის მერიის სახელით განსაზღვრულია საპრიზო ფულადი ჯილდოები და პრიზები. კონკურსის ფინალურ ეტაპზე პირველ ადგილზე გასული მოსწავლე 1500 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული - 1000 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასული კონკურსანტი  – 500 ლარით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ბათუმელმა მოსწავლეებმა უნდა მიმართონ სკოლის დირექციას, ან დაუკავშირდნენ პროექტის კოორდინატორს: 577 36 99 45


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება