| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, ის მზად არის რუსთავის N5 საჯარო სკოლაში მივიდეს.
როგორც ბატიაშვილმა მთავრობის რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტრო პრობლემის მოგვარებაში აქტიურად არის ჩართული.
„დილიდანვე ჩვენი სამინისტრო, არა მარტო დღევანდელ დღეს, ბოლო პერიოდი საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული, როგორც მანდატურის სამსახური, ასევე ფსიქოლოგები. ვიცით, რომ სამუშაო პროცესია და ჩართულობა სამინისტროს მხრიდან დღეს არ დაწყებულა. აქ არის საუბარი ბავშვებზე, საერთო ინტერესებზე და უნდა მივიდეთ ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც იქნება ყველაზე სწორი. თუ საჭირო გახდა, მივალ. ჩემთვის ჩასვლა-არჩასვლა არ არის მთავარი, მთავარია ეს პრობლემა გადავწყვიტოთ. ღრმად ვართ პრობლემაში ჩახედული. საკითხი უნდა მოგვარდეს, მაგრამ არა განზოგადებით. გარწმუნებთ, რომ ეს საკითხი მოგვარდება“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მშობლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ერთ-ერთი მე-6 კლასელი მოსწავლის სკოლიდან წასვლას მოითხოვენ. აღნიშნულის მიზეზი მოსწავლესა და მასწავლებელს შორის მომხდარი ინციდენტია. როგორც რუსთავის N5 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი აცხადებს, მეექვსეკლასელმა მას ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა. მასწავლებელი ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკა „რუსთავში“ მოათავსეს.
იხილეთ ასევე: თუ ორშაბათიდან მე-6 კლასელი სკოლაში სიარულს განაახლებს, საპროტესტო აქციები გაგრძელდება - რა ხდება რუსთავის N5 საჯარო სკოლაში?!
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება