სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თუ ორშაბათიდან მე-6 კლასელი სკოლაში სიარულს განაახლებს, საპროტესტო აქციები გაგრძელდება - რა ხდება რუსთავის N5 საჯარო სკოლაში?!
30-09-2019
-
+


რუსთავის N5 საჯარო სკოლაში დილიდან მოსწავლეთა მშობლები აქციას მართავენ და ერთ-ერთი მე-6 კლასელი მოსწავლის სკოლიდან წასვლას მოითხოვენ. აღნიშნულის მიზეზი მოსწავლესა და მასწავლებელს შორის მომხდარი ინციდენტია.

როგორც რუსთავის N5 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი აცხადებს, მეექვსეკლასელმა მას ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა. მასწავლებელი ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკა „რუსთავში“ მოათავსეს.

რუსთავის N5 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან ხმაური იყო. რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება მშობლებსა და მე-6 კლასელი მოსწავლის დედას შორის. მოსწავლის დედა ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ შვილის სკოლიდან გადაყვანას არ აპირებს.

აქციის მონაწილე მშობლები დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელს თამარ გოგაძესაც შეხვდნენ და როგორც ერთ-ერთმა მშობელმა ჟურნალისტებს განუცხადა, დირექციისგან მიიღეს დაპირება, რომ მე-6 კლასის მოსწავლე, რომლის სკოლიდან გადასვლასაც ისინი მოითხოვენ, ორშაბათამდე საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ გამოცხადდება, თუმცა, როგორც მშობელი ამბობს, შვილის სკოლაში გაშვებას მაინც არ აპირებს. აღნიშნულ პოზიციაზე შეთანხმდა აქციაზე მყოფი მშობლების უმრავლესობაც. როგორც ისინი აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ ორშაბათიდან მე-6 კლასელი სკოლაში სიარულს განაახლებს, საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ. მშობლების თქმით, მე-6 კლასელი სკოლის სხვა მოსწავლეებისთვის საფრთხის შემცველია.

სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გოგაძე კი აცხადებს, რომ მშობლებს კანონმდებლობით საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ბავშვის გარიცხვის მოთხოვნის უფლება არ აქვთ და მათთვის ეს დაპირება არც მიუცია.

აქციის ფონზე დაატოვებინეს სკოლის შენობა მე-6 კლასის მოსწავლეს და მის მშობელს. ისინი ტერიტორიიდან რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა გაიყვანა. ხეჩიკაშვილმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, რესურსცენტრი კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

დამატებით ინფორმაციას etaloni.ge სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან დაკავშირებისთანავე შემოგთავაზებთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება