| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც ნოემბერში დაგეგმილ გამოცდაზე არიან დარეგისტრირებულნი, თუმცა 10-დან 17 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში სტატუსი შეეცვალათ, შეუძლიათ გამოცდაზე აღარ გავიდნენ. ამის შესახებ etaloni.ge-სთან საუბრისას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ მანანა რატიანმა განაცხადა.
„სტატუსამაღლებულ მასწავლებელს უფლება აქვს, სხვა საგნობრივ ჯგუფში გაიაროს გამოცდა, თუმცა ამ შემთხვევაში მას 60%-იანი ბარიერის გადალახვა დასჭირდება. სხვა მხრივ, მათ არ სჭირდებათ გამოცდაზე გასვლა“, - განაცხადა მანანა რატიანმა.
აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ინფორმაცია გაავრცელა იმ პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის, რომლებსაც ნოემბრის გამოცდისთვის რეგისტრაციის (10-დან 17 სექტემბრის ჩათვლით) პერიოდში სტატუსი შეეცვალათ. ცენტრის ცნობით, მათ გამოცდაზე გასასვლელად სარეგისტრაციო თანხა - 50 ლარი უნდა გადაიხადონ მიმდინარე წლის 25 სექტემბრის 10:00 საათიდან 7 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით.
აქვე შეგახსენებთ, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.
იხილეთ ასევე: რა კრიტერიუმებით შეფასდება ნოემბერში მასწავლებელთა გამოცდის ტესტები? - ბრძანება
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება