სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონის“​ ონლაინ-ტესტირება ძალიან მოსახერხებელი იყო“ - სენაკის N2 საჯარო სკოლაში ტესტირების ახალი მეთოდი პირველებმა გამოსცადეს
26-09-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2019-2020 სასწავლო წლის სეზონის ტესტირების პირველი ეტაპი უკვე დაიწყო, სადაც ჩართვა, ტრადიციულად, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია.

მუდმივად სიახლეებზე ორიენტირებულმა პროექტმა „ეტალონმა“, ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეებს პირველი ეტაპის ტესტირების ორი მეთოდი შესთავაზა, - ონლაინ ან ნაბეჭდი ტესტების სახით.

ონლაინ-ტესტირება პირველად სენაკის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა. 

როგორ შეხვდნენ სიახლეს პროექტში ჩართული მოსწავლეები, etaloni.ge-სთან სენაკის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, „ეტალონის“ პედაგოგი მაია დგებუაძე და პროექტის მონაწილე მოსწავლე ვერიკო სირია საუბრობენ.

მაია დგებუაძე, სენაკის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:

„ონლაინ-ტესტირება ძალიან მოსახერხებელი იყო როგორც ბავშვებისთვის, ასევე პედაგოგებისთვისაც, რადგან თვითონ კომპიუტერი ითვლიდა ქულებს და შედეგებიც მაშინვე, ავტომატურად აისახა ეკრანზე. თანამედროვე ტექნოლოგიებში ბავშვები კარგად ერკვევიან და მათთვის ასეთი სახით ტესტირება გაცილებით მარტივი მოსახერხებელია. ძალიან მომეწონა ის, რომ დავუშვათ, თუ მასწავლებელს პაროლი დაავიწყდა, მისი შეცვლაც იქვე შეიძლება. ეს იყო ძალიან კარგი.

ვფიქრობ, რომ კიდევ მეტი ბავშვი უნდა ჩაერთოს ამ პროექტში, რადგან „ეტალონი“ ბავშვებს უღვიძებს საკუთარი თავის რწმენას, უკეთესად იაზრებენ ცოდნის მნიშვნელობას და მეტი მოტივაცია აქვთ, იყვნენ წარმატებულები. ცოდნა არის ყველაზე დიდი ფასეულობა, რაც კი შეიძლება ადამიანმა შეიძინოს და ამ ცოდნის ფასს უკეთ იაზრებენ ასეთი პროეტში ჩართული ბავშვები. 

ჩემი სურვილია, გარდა იმ საგანმანათლებლო აქტივობებისა, რასაც ჩვენს მოსწავლეებს ვთავაზობთ, არსებობდეს თითოეულ სკოლაში ინტელექტუალური წრე, ან თუნდაც რაიმე სხვა აქტივობა, რაც ბავშვებს ამგვარ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად მოამზადებდა და მეტ სითამამეს შესძენდა“. 

ვერიკო სირია, სენაკის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე:

„ეტალონი“, პირადად ჩემთვის, ცოდნის ერთგვარი ინდიკატორია, სადაც შემიძლია გამოვცადო საკუთარი შესაძლებლობები, სადაც ერთნაირად ვიღებ წარმატებასაც და წარუმატებლობასაც, ვხედავ საკუთარ ხარვეზებს და ვცდილობ, ვიმუშაო საკუთარ თავთან. ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ საუკეთესო პროექტია თვითგანვითარებისთვის.  

ტესტირების ელექტრონული ვერსია ძალიან მომეწონა, რადგან გარდა იმისა, რომ უფრო გაგვიმარტივდა, ეს გამოცდილება კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევების შეძენაშიც გვეხმარება, რაც სამომავლოდ, ეროვნულ გამოცდებზე გამოგვადგება. 

სკოლის საგნების გარდა, კლასგარეშე ლიტერატურასაც ვკითხულობ და ვცდილობ, ავიმაღლო განათლების დონე, მაგრამ „ეტალონისთვის“ განსაკუთრებით არ ვემზადები. უბრალოდ, ამით საკუთარ ცოდნას ვამოწმებ.

სიმართლე გითხრათ, პირველი ეტაპის ტესტირების შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ეს არის მოტივაცია, მეტი ვიმუშავო და უფრო წარმატებული „ეტალონელი“ გავხდე“.

შეგახსენებთ, რომ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი, სასწავლო წლის ბოლოს, მესამე ეტაპით - გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

ღონისძიებაზე სკოლის დირექციამ და ამაგდარი მასწავლებლის კოლეგებმა აღნიშნეს პატიკო ქარდავას მრავალწლიანი ღვაწლი

სასწავლო პროცესის ამგვარი ფორმატი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სახელმძღვანელოში მიღებული ცოდნა რეალურ მხატვრულ გარემოს დაუკავშირონ
 

სკოლაში სხავადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება