სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''რეგისტრაცია კი არა ნამდვილი დოღია'' - პირველკლასელთა მშობლების გარკვეული ნაწილი რეგისტრაციით უკმაყოფილოა
08-05-2017
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017-2018 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დღეს 09:00-ზე დაიწყო.

რეგისტრაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით Etaloni.ge განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ზაზა ტყემალაძეს დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, რეგისტრაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს. 

''ყველაფერი რიგზეა, რეგისტრაცია ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს. რეგისტრაციის I და II ეტაპზე 35 ათასზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა და ვაკანტური ადგილი კიდევ 40 ათასზე მეტია'' - აღნიშნა ზაზა ტყემალაძემ.

მიუხედავად ამისა, მშობელთა გარკვეული ნაწილი რეგისტრაციით უკმაყოფილოა. უკმაყოფილების მიზეზად მშობლები ადგილების მოკლე დროში შევსებას და სასურველ სკოლაში შვილის ვერ დარეგისტრირებას ასახელებენ.

''რეგისტრაცია კი არა ნამდვილი დოღია. რეგისტრაციის დაწყებიდან ზუსტად 30 წამში, ყველა ადგილი დაკავებული იყო, წარმოუდგენელია ასეთი რამ. ამის გამო, სხვა სკოლაში მომიწია შვილის რეგისტრაცია. ძალიან უკმაყოფილო ვარ'' - აღნიშნა ნინო შენგელიამ.

როგორც Etaloni.ge-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზაზა ტყემალაძემ განუმარტა, მშობელთა უკმაყოფილება გასაგებია, რადგან კონკრეტულ სკოლაზე მაღალი მოთხოვნის გამო, ადგილები სწრაფად ივსება.

''რაც შეეხება მშობელთა მხრიდან უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასურველ სკოლაში ვერ არეგისტრირებენ ბავშვს, ეს პრობლემა ყოველ წელს არის, რადგან არის სკოლების, სადაც ძალიან დიდი მოთხოვნაა. შესაბამისად, დარეგისტრირებას ვერ ასწრებენ და ვერ ახერხებენ'' - აღნიშნა ზაზა ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ელექტრონული რეგისტრაცია 1 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2017 წლის 2 ივნისიდან - 15 ივნისის ჩათვლით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება