სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ხულოს საჯარო სკოლას სასწავლო წლის დაწყება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს
19-09-2019
-
+


დაბა ხულოს საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წელი დიდი ენთუზიაზმითა და მოტივაციით დაიწყეს.

„2018-2019 სასწავლო წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ჩვენი სკოლის 37-მა მოსწავლემ მაღალი აკადემიური წარმატებით დაასრულა სკოლა. მათ შორის 6-მა მე-12 კლასელმა ოქროს მედალი მოიპოვა. ერთიან ეროვნულ გამოცდებში თამთა თავართქილაძემ 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, ხოლო ივერი შაინიძემ 70%-იანი დაფინანსება“, - ნათქვამია დაბა ხულოს საჯარო სკოლის განცხადებაში.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. სასკოლო ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე, მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, მერის პირველი მოადგილე ნადიმ ვასაძე და ხულოს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე დაესწრნენ.

"ღონისძიებას ესწრებოდა ჩვენი სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი, ნაზი ნიჟარაძე, რომელმაც ჩვენს სკოლას 59 წელი შეალია და უამრავი წარმატებული თაობა გაზარდა“, - განაცხადა დაბა ხულოს საჯარო სკოლის წარმომადგენელმა.

დაბა ხულოს საჯარო სკოლაში იმედოვნებენ, რომ ახალი სასწავლო წელიც ისეთივე ნაყოფიერი იქნება, როგორიც წინა წლები იყო. სკოლა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება