TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, „ბალტიის ჯაჭვის“ 30 წლისთავს ღონისძიება მიეძღვნა
10-09-2019
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, გაიმართა ღონისძიება, რომელიც „ბალტიის ჯაჭვის“ 30 წლისთავს მიეძღვნა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებს შორის გაკეთდა „ცოცხალი ჯაჭვი“, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს „ბალტიის გზას.

აღნიშნული ღონისძიებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სოლიდარობა გამოხატა ბალტიისპირეთის ქვეყნების მოსახლეობის მშვიდობიანი აქციის მიმართ, ამასთანავე გამოეხმაურა და გააპროტესტა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ღონისძიების მიზანი იყო, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის და ტერიტორიული ხელშეუხებლობისთვის მშვიდობიანი ბრძოლის მნიშვნელობისთვის.

ღონისძიება გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც გულითადი მადლობა გადაუხადა მიწვეულ სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.

„მივესალმები სიმბოლური აქციის - „ბალტიის ჯაჭვის“ ყველა მონაწილეს. დღეს შემთხვევითი ვერ იქნება თქვენი აქ ყოფნა და თქვენი მონაწილეობით ჩვენს უნივერსიტეტში ხელიხელჩაკიდებული დგომა. დღეს აქ, ამ სიმბოლური ჯაჭვით გაივლო ფასეულობების ჯაჭვი ისევე, როგორც 30 წლის წინ. მეგობრობის, სოლიდარობის, ერთსულოვნების, სახელმწიფოებრივი აზროვნების, თავისუფლებისკენ სწრაფვის, იდეისადმი ერთგულების, თანხმობის სიმბოლო იყო თქვენი მაშინდელი ერთობა და დღევანდელი ჩვენი ხელიხელჩაკიდებული დგომაც ამ პათოსითაა განმსჭვალული და აღსავსე“,-განაცხადა ზურაბ ხონელიძემ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმაც. მისი თქმით, ამ ღონისძიების შემდეგ, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი თავისუფლები იქნებოდნენ.

„დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ „ბალტიისპირეთის გზის“ პატივის მიგებისთვის. ეს მართლაც მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო. ეს იყო იმის მაგალითი, თუ ადამიანები გაერთიანდებიან და აქვთ მიზანი, თუნდაც იყვნენ შეუიარაღებლები, შეუძლიათ ბოროტების, იმპერიებისა და ყველანაირი აგრესიის დამარცხება. შეუძლიათ შემოინახონ ის მნიშვნელოვანი ღირებულებები და იდეები, როგორიც არის დამოუკიდებლობა“,-აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ღონისძიების საპატიო სტუმარი იყო ლატვიის პრეზიდენტი (2007-2011წწ) ვალდის ზატლერსი, რომელმაც ემოციური სიტყვებით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის რექტორს, ზურაბ ხონელიძეს ასეთი ღონისძიების ორგანიზებისთვის.

„ემოციური იყო ჩემთვის, როდესაც დავინახე ჯაჭვი. მან ნამდვილად დამაბრუნა 30 წლის წინანდელ ემოციებსა და მოგონებებში. არ არსებობს ლიეტუვური, ლატვიური თუ ესტონური თავისუფლება ან თუნდაც ქართული თავისუფლება, არსებობს საერთო ღირებულება, როგორც თავისუფლება, რომელიც ყველამ ერთად უნდა შევიგრძნოთ და დავტკბეთ. ლატვია არასდროს აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც გარეთ ვნახე. თქვენი არაძალადობრივი დემონსტრაცია შეიძლება იარაღზე ძლიერი იყოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ვალდის ზატლერსმა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები, ამავე საელჩოების დიპლომატიური წრეების, საქართველოში მოქმედი სხვა ქვეყნების საელჩოები, სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენლები, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები. ბალტიისპირეთის ქვეყნების მოქმედი და ყოფილი მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეები.

ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტში მოეწყო ფოტოგამოფენა და დოკუმენტური ფილმის   „ბალტიის გზა“ კინოჩვენება.

როგორც ცნობილია, 1989 წლის 23 აგვისტოს ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოსახლეობამ შექმნა 600 კმ-ის სიგრძის ცოცხალი ჯაჭვი, რომელშიც მონაწილეობდა 2 მლნ.-მდე ადამიანი, რაც იმ პერიოდის ბალტიისპირეთის მოსახლეობის 25%-ს შეადგენდა. მშვიდობიანი აქციის შედეგად პრაქტიკულად ერთმანეთს დაუკავშირდა რესპუბლიკების დედაქალაქები: რიგა, ვილნიუსი და ტალინი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება