TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

ახალი სკოლაში - როგორ დავეხმაროთ ბავშვს სხვა სკოლასთან შეგუებაში
09-09-2019
-
+


სკოლის შეცვლა სერიოზული გადაწყვეტილება და ხშირად ბავშვისთვის სტრესია. ახალი გარემო, სახეები, სწავლის მეთოდები ბავშვისთვის ნამდვილი განსაცდელია. ამასთან, იგი არა მხოლოდ ცვლილებებს აწყდება, არამედ ძველი სკოლა და კოლექტივი ენატრება.

როგორ გავუმარტივოთ ბავშვს ახალ სკოლაში გადასვლა? როგორ მოძებნოს თანაკლასელებთან საერთო ენა და ადაპტაციის პრობლემები აირიდოს თავიდან? მოგითხრობთ როგორ დავეხმაროთ ბავშვს რომელიც ახალ სკოლაში გადავიდა.

განიხილეთ ბავშვთან, კარგი რა ელოდება ახალ სკოლაში

შესაძლოა ახალ სკოლაში, შოკოლადის ფანტანები არ ელოდება, მაგრამ, სავარაუდოდ, იქ დახვდება რამდენიმე მოსწავლე, რომლებიც მის ინტერესებს გაიზიარებს. კიდევ  შესაძლოა ეს იყოს შესანიშნავი ლაბორატორია ან შთამბეჭდავი კალათბურთის მოედანი! განიხილეთ მასთან სკოლის ღირსებები.

არ დაგავიწყდეთ გამოეთხოვოთ იმას რასაც ტოვებთ

იმ შემთხვევაშიც კი თუ სკოლა არ იყო ისეთი, როგორსაც ჩვენ ვისურვებდით, ყოველთვის მოიძებნება ის, რის გამოც გული დაგვწყდება. ეს იქნება საყვარელი მასწავლებელი, რობოტოტექნიკის წრე ან ხშირი ექსკურსიები.

„გაიცანით“ ბავშვთან ერთად ახალი სკოლა

წადით ბავშვთან ერთად სკოლაში რომელიმე ღია ღონისძიებაზე ან ღია კარის დღეზე. გაისეირნეთ სკოლის გარშემო,​​ ახლომახლო კაფე შეათვალიერეთ, სადაც მოსწავლეს მეგობრებთან ერთად წახემსება შეეძლება. სკოლაში წასვლა ისეთი შემზარავი აღარ იქნება.

სთხოვეთ მასწავლებლებს ან მოსწავლეებს პირველ ხანებში დახმარება

ჰკითხეთ, შეუძლია თუ არა ბავშვისთვის ექსკურსიის ორგანიზება. გაესაუბრეთ კლასის მომავალ ხელმძღვანელს, როგორ წარუდგინოს თქვენი შვილი კლასს უკეთესად. მასწავლებელიც დაინტერესებულია, რომ ახალი მოსწავლეები სწრაფად ადაპტირდნენ. შესაძლოა, ღირდეს ბავშვის გატაცებების შესახებ პრეზენტაციის გაკეთება ან სკოლაში მისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე ნივთის მიტანა, რომლებიც მისი ინტერესების შესახებ რაიმეს იტყოდნენ. შესანიშნავია, თუ სკოლის მოსწავლეები, პირველ ხანებში ახლებს დაეხმარებიან.

დაეხმარეთ სკოლის მეგობრების შეძენაში

თუ მოსწავლე ახალია, იგი სხვა ბავშვებში ინტერესს იწვევს. მოამზადეთ იგი იმისთვის, რომ თანაკლასელები მივლენ და ჰკითხავენ, ვინ არის, საიდან, რა უყვარს, როგორ ფილმებს უყურებს და ა.შ. რომ არ დაიბნეს, შესაძლოა კითხვებზე პასუხების წინასწარ მომზადება.

ურჩიეთ წარმოაჩინოს საკუთარი ინტერესები და ნიჭი. მას უყვარს რომელიმე წიგნი, თამაში, კონკრეტულ სპორტულ გუნდს გულშემატკივრობს. მას შეუძლია სკოლაში წაიღოს ის ნივთები, რომლებიც მას მსგავსი ინტერესების ადამიანების პოვნაში დაეხმარება.  

ჰკითხეთ ბავშვს ახალი სკოლის შესახებ: როგორ არის იქ ყველაფერი მოწყობილი, რა გამოსდის და რა არა, რა ჰქვიათ თანაკლასელებს

ნუ ფოკუსირდებით სწავლასა და აკადემიურ მიღწევებზე, მაშინაც კი თუ თავიდან დაბალ შეფასებას მიიღებს. აუცილებლად მოძებნეთ დრო, იმისთვის რომ მასთან სკოლაში გატარებული დღე, წარმატებები და იმედგაცრუებები განიხილოთ. ჰკითხეთ, რა ჰქვიათ თანაკლასელებს, რა უყვართ და რა არა, ვისთან სურს დამეგობრება და ა,შ. ესაუბრეთ მასწავლებლების სწავლების სტილსა და ხასიათზე.

პირველ ხანებში სკოლაში წასვლის წინ მომზადებაში დაეხმარეთ (თუ უფლებას გაძლევთ)

გარეგნული იერსახე მნიშვნელოვანია. ამიტომ პირველ ხანებში კარგი იქნება თუ ბავშვს გარეგნობის მოწესრიგებაში დაეხმარებით. რა თქმა უნდა, არ არის საჭირო ძვირადღირებული ბრენდული ტანსაცმლის შეძენა, უბრალოდ დაეხმარეთ თმის მოწესრიგებაში, ყურადღება მიაქციეთ არ ჩაიცვას დაჭმუჭნილი შარვალი და არ აიკიდოს დახეული ზურგჩანთა.

ჰკითხეთ ნაცნობებს (და ნაცნობების ნაცნობებს), რომელიმე ხომ არ სწავლობდა/სწავლობს ამ სკოლაში

შესაძლოა, ამ სკოლაში რომელიმე მეგობარი სწავლობდა ან მეზობელი მუშაობდა. მათ შეუძლიათ შთაბეჭდილებების გაზიარება და რჩევების მიცემა. ეს როგორც თქვენ ისე თქვენს შვილს შფოთვას შეგიმცირებთ. განსაკუთრებით თუ შეფასებები კარგია. ხოლო თუ არა - კიდევ ერთხელ დაფიქრების მიზეზია.

ასევე დაგაინტერესებთ - 5 რჩევა, თუ როდის უნდა შევცვალოთ სკოლა

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება