სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რატომ არის კარგი მოსწავლეებს ჰქონდეთ ჩანაწერების წიგნაკი?
04-09-2019
-
+


მოსწავლის ჩანაწერების წიგნაკი საკლასო წერითი აქტივობებისთვის შეიძლება გამოიყენოთ. ჩანიშვნები და კომენტარები წიგნაკში მოსწავლეებს წერითი უნარების განვითარებაში დაეხმარება.

როგორი შეიძლება იყოს მოსწავლის ჩანაწერების წიგნაკი?

ჩანაწერების წიგნაკი იგივეა, რაც მოსწავლის დღიური, სადაც ისინი რეგულარულად ჩაინიშნავენ რა ისწავლეს და განსაკუთრებით რომელი აქტივობა დაეხმარათ მასალის ათვისებასა და გააზრებაში. ამ შეფასებებს მასწავლებელი ახალი გაკვეთილის დასაგეგმავად გამოიყენებს. წიგნაკი გავს მასწავლებლისა და მოსწავლის ჟურნალსაც, სადაც მასწავლებელს მოსწავლის ნაწერზე კომენტარების გაკეთების საშუალება ექნება. ეს შეიძლება გახდეს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის დიალოგის გზა. 

არ არსებობს მხოლოდ ერთი ტიპი, როგორი უნდა იყოს ჩანაწერების წიგნაკი. აწარმოეთ იგი თქვენი იდეების შესაბამისად. წიგნაკი შეიძლება მოიცავდეს შემდეგი სახის წერით აქტივობებსაც:

სწრაფი წერა - მასწავლებელი რთავს მუსიკას და ბავშვები წერენ, როგორ გრძნობენ თავს ამ მუსიკის მოსმენისას.

სიუჟეტის მონაწილე - მოსწავლეები კითხულობენ რაიმე ისტორიას. შემდეგ წარმოიდგენენ, რომ ისინი ამ ისტორიის მონაწილეები, პერსონაჟები არიან და გადააკეთებენ ისტორიას მათი ხედვის, იდეების შესაბამისად.

წინადადებების გავრცობა - მასწავლებელი კარნახობს წინადადების საწყისს და მოსწავლეებმა სურვილისამებრ უნდა დაასრულონ ისინი. ბოლოს მათ უნდა მოაწყონ დისკუსია ვინ და რატომ დაწერა ესა თუ ის წინადადება.

რა არის ჩანაწერების წიგნაკის მიზანი?

ჩანაწერების წიგნაკი მასწავლებელს ეხმარება გააკეთოს უფრო მეტი წერითი აქტივობა, ვიდრე ამას ზოგადად გააკეთებდა, რადგან წინასწარ აქვს დაგეგმილი რა დავალებები შეიძლება გააკეთებინოს ბავშვებს, ამა თუ იმ თემის შესაბამისად.

სხვადასხვა თემაზე პატარა ჩანაწერების გაკეთება მოსწავლეებს აზროვნებასაც უვითარებს და საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბებაში ეხმარება. ხშირი წერა ისევე ავითარებს მოსწავლის შემოქმედებით უნარებს, როგორც წვრთნა ზრდის ათლეტის შესაძლებლობებს. 

როგორი უნდა იყოს ჩანაწერების ჟურნალი?

უმჯობესია ჟურნალი მსუბუქი თუ იქნება, რადგან მასწავლებელმა ყოველდღე შეძლოს მათი გამორთმევა და ტარება. ნაშრომების გასწორება ყოველდღიურ რეჟიმში თუ გიჭირთ, დანიშნეთ სპეციალური დღეები და უთხარით ბავშვებს, როდის უნდა ელოდნენ ნაწერების შეფასებას.

როგორ უნდა გასცეთ პასუხი მოსწავლეებს ჩანაწერების წიგნაკში?

შეეცადეთ ბავშვების ნაშრომებზე თქვენი კომენტარები მაქსიმალურად დასაბუთებული და სარწმუნო იყოს. ბავშვებს მოსწონთ, როდესაც მათი ნაშრომი დეტალურადაა შესწორებული. ისინი ცდილობენ დაშვებული შეცდომები აღარ გაიმეორონ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება