სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ ვისწავლოთ უცხო ენა მარტივად?
03-09-2019
-
+


გიფიქრიათ რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს აქტიურ კითხვას უცხო ენის სწავლისას? - თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბევრი კითხვა ენის მოკლე დროში შესწავლის ეფექტური საშუალებაა.


გაინტერესებთ როგორ გახდეთ აქტიური მკითხველი?

  • იკითხეთ რაც შეიძლება მეტი სტატიები თქვენთვის საინტერესო თემებზე. ასე ერთდროულად მიიღებთ სიამოვნებასაც, ინფორმაციასაც და გაიღრმავებთ ცოდნასაც.
  • ტექსტები შეარჩიეთ თქვენი დონის შესაბამისად. კითხვა არის ინდივიდუალური პროცესი და დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს თქვენზე.
  • ბევრი კითხვით ენას სწრაფად სწავლობთ და მაღალი შედეგიც წინასწარ არის განსაზღვრული.
  • თუ გყავთ მასწავლებელი, ის როგორც მკითხველი აუცილებლად უნდა გახდეს თქვენი მაგალითი. მან უნდა გაგამხნევოთ და გიბიძგოთ, რომ იკითხოთ მეტი.
  • იკითხეთ ყველგან, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. შეგიძლიათ კითხვა შეწყვიტოთ ან გააგრძელოთ, როცა გინდათ.

რა არის ბევრი კითხვის სარგებელი?

ჩათვალეთ, რომ არ არსებობს უფრო იაფი და ეფექტური გზა თქვენი ცოდნის გასაძლიერებლად. რაც ყველაზე მთავარია, შეგიძლიათ მოახდინოთ ვიზუალიზაცია იმისა, რას კითხულობთ. თქვენი წარმოდგენები კითხვას ძალიან საინტერესოს ხდის. წაკითხულ ტექსტზე საკუთარ თავს შეგიძლიათ დაუსვათ პირდაპირი თუ ირიბი კითხვები, რის თქმა სურდა ავტორს. შეგიძლიათ ჩაინიშნოთ საინტერესო დეტალები.

კითხვისას სიტყვები და ფრაზები სხვადასხვა კონტექსტში გხვდებათ, რაც უფრო მარტივად გამახსოვრებინებთ მათ. კონტექსტში სიტყვების გააზრება გეხმარებათ უცხო სიტყვების მნიშვნელობის გამოცნობაშიც.

კითხვა აფართოებს სიტყვის მარაგს და ხელს უწყობს ნასწავლი სიტყვების განმტკიცებას. გახსოვდეთ, რომ სიტყვები არ ისწავლება მხოლოდ ერთხელ დაზეპირებით!

კითხვა გეხმარებათ უკეთ წერაში

კითხვასა და წერას შორის არსებული კავშირი  ცხადია. რაც უფრო მეტს კითხულობთ, მით უფრო კარგად წერთ. დარწმუნებული იყავით, რომ რაც უფრო ხშირად შეხვდებით უცხო სიტყვებს კითხვისას, მით უფრო კარგად დაგამახსოვრდებათ და საჭირო დროს წერისას ან საუბრისას გამოიყენებთ მათ.

აქტიური კითხვა გაძლევთ მოტივაციას კიდევ უფრო მეტი კითხვისთვის 

შეკრული წრე - წარმატებას მოაქვს წარმატება - ნამდვილად ამტკიცებს იმას, რომ თუ ჩვენ ერთ წიგნს ან მოთხრობას მაინც წავიკითხავთ კიდევ უფრო გვემატება მოტივაცია. უცხო ენაზე ერთი მოთხრობის წაკითხვასაც კი უდიდესი თავდაჯერებულობას შეგძენთ, რაც  უცხო ენის სწავლისას ძალიან მნიშვნელოვანია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება