სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

წელიწადში რამდენჯერ შეიძლება გახდეს ბავშვი ავად -  ექიმი კომაროვსკი
27-08-2019
-
+


ცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში მშობლებს ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საკუთარ რჩევებს რეგულარულად უზიარებს.

ამჯერად პედიატრი ბევრი მშობლისთვის აქტუალურ საკითხს - ბავშვების იმუნიტეტს შეეხო და ისაუბრა წელიწადში რამდენჯერ შეიძლება გახდეს ბავშვი ავად.

ევგენი კომაროვსკი ირწმუნება, რომ ბავშვი, რომელიც ბავშვთა კოლექტივში გამუდმებით იმყოფება, შეიძლება, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით წელიწადში  6-დან 12-ჯერ დაავადდეს.  ეს კი შესაძლოა სუსტ იმუნიტეტთან არ იყოს კავშირში.

პედიატრის თქმით, ხშირი ავადობა შესაძლოა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკის ძირითადი წესების დაუცველობის გამო იყოს გამოწვეული, უფრო ზუსტად კი, თუ მშობლები ბავშვს გაციების დროს არასწორად მკურნალობდნენ. იმუნიტეტის პრობლემები კი შესაძლოა, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების შემდეგ ბაქტერიული გართულებების შედეგად გაჩნდეს.



ასევე ექიმი აღნიშნავს, რომ არ შეიძლება „იმუნიტეტის ასამაღლებელი“ წამლების იმედად ყოფნა. უკრაინელი პედიატრის მტკიცებით, ასეთი საშუალებები არ არსებობს. მისი თქმით, მშობლებმა ვირუსული ინფექციის პროფილაქტიკისა და სახლში მკურნალობის წესები უნდა ისწავლონ, ბავშვთან ერთად ბევრი ისეირნონ, შვილები სპორტზე ატარონ და ბუნებაში ბევრი დრო გაატარონ.

იხილეთ ასევე: როგორ არ შეიძლება ხველის მკურნალობა - 6 აკრძალვა ექიმი კომაროვსკისგან
                           
უნდა გავუკეთოთ თუ არა ბავშვს გრიპის აცრა - ექიმი კომაროვსკის აზრი
                                 
6 ფაქტი იმუნიტეტის შესახებ: სად ცხოვრობს ჩვენი ჯანმრთელობა

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება