სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლე'' უკვე მეორედ ახალსოფლის სკოლიდანაა
03-05-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.   

ხელვაჩაურის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.  ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.  

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.
   
''ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ახალსოფლის სკოლის  მე-11 კლასის მოსწავლე, რუსუდან ბარამიძე დაეუფლა.

''ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლე'' რუსუდან ბარამიძე აღნიშნავს, რომ მისთვის გამარჯვება საამაყოა:

''ბედნიერი და იღბლიანი ვარ, რომ გავიმარჯვე. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს სკოლას, ჩემს მშობელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემ გვერდით იყო და სჯეროდათ, რომ გავიმარჯვებდი. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ''ეტალონს'', რომ ასეთი ეროვნული პროექტი აქვს შექმნილი. იგი მოსწავლეებს აძლევს მოტივაციას, რომ უფრო მეტი ნაბიჯი გადადგან წარმატებისკენ. ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ ორმაგად ბედნიერი ვარ, რადგან შარშანდელი ''ხელვაჩაურის ეტალონის'' გამარჯვებული ჩემი ძმა იყო. ჩვენი სკოლა არ ტოვებს ამ ტიტულს, არ თმობს გამარჯვებას.''

ხელვაჩაურის მუნციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ქეთევან დევაძის თქმით, ღონისძიება ორგანიზებულად ჩატარდა:

''ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 69 მონაწილიდან ერთი გამარჯვებული გამოვლინდა. იგი ''ეტალონის'' ფინალურ ღონისძიებაში მიღებს მონაწილეობას.  ''ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლის'' გამოვლენას ფართო აუდიტორია ესწრებოდა. მინდა აღვნიშნო, რომაქტიურობა იყო ძალიან მაღალი. ღონისძიება ორგანიზებულად ჩატარდა. რაც შეეხება ''ეტალონს'', ეს პროექტი უკვე შემდგარია. წამყვანი ცნობილი სახეა და ფართო საზოგადოებისთვის ამ ადამიანის გამოჩენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.''

რესურსცენტრის უფროსმა ხათუნა დიდმანიძემ აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ჩართულობა და დაინტერესება ინტელექტ-ჩემპიონატისადმი ძალიან მაღალია:

''ეტალონი'' სახალხო და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ახალგაზრდების ჩართულობა და დაინტერესება ამ პროექტისადმი ძალიან მაღალია. ღირსეულმა გაიმარჯვა და მე მიხარია, რომ ასეთი ღონისძიებები ტარდება.''

ახალსოფლის სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე ''ხელვაჩაურის ეტალონ მოსწავლეს'' ახასიათებს:

''ეტალონის'' წლევანდელი გამარჯვებული რუსუდანი მაღალი ინტელექტით გამოირჩევა, იგი წარჩინებული მოსწავლეა. დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელს ბატონ გოჩას და ყველა მის გვერდში მდგომ ადამიანს. ახალსოფლის საჯარო სკოლის სახელით დიდი მადლობა, რომ ასეთი გრანდიოზული ღონისძიება წარმატებით დასრულდა. ''ეტალონი'' ისეთი პროექტია, რომლის შეფასებისთვისაც სიტყვებს ვერ ვპოულობ.''  

''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.    

''ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი რუსუდან ბარამიძე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.   მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. 

''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  

პროექტის მხარდამჭერია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება