სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა...
08-08-2019
-
+



2008 წლის 5 დღიანი ომიდან 11 წელი გავიდა. მთელი საქართველოსთვის მძიმე დღეებმა წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 

საქართველოს სოფლების დაბომბვა 2 აგვისტოს დაიწყო. ყოველდღე მდგომარეობა უკიდურესად მწვავდებოდა, რადგან ცხინვალიდან რუსეთში ევაკუირებული იქნა ადგილობრივი მოსახლეობა. მომდევნო დღეებში იბომბებოდა ქართული სოფლები, 8 აგვისტოს კი რუსულმა ავიაციამ დაბომბა სამოქალაქო და სამხედრო ობიექტები კონფლიქტის ზონის მიღმა, საქართველოს ტერიტორია.

რუსეთის 58-ე არმიამ, ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, ზუგდიდი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა.

აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა. სარკოზიმ 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეათანხმა. 8 სექტემბერს კი, მედვედევთან და სააკაშვილთან სამშვიდობო გეგმის ახალი დეტალები დააზუსტა.

რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 146 სამხედრო პირი, 14 პოლიციელი. დაკარგულად ითვლება 23 ჯარისკაცი. სახლი დატოვა, თითქმის, 150 ათასმა ადამიანმა. მათგან 30 ათასამდე დღემდე დევნილად ითვლება. 

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოსვლით დაწყებული ომი საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციით და რამდენიმე კვირაში კრემლის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით დასრულდა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება