სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ლიტერატურას 3 500-მდე აბიტურიენტი აბარებს
21-07-2019
-
+


მიმდინარე წლის 22 ივლისს აბიტურიენტები ლიტერატურის გამოცდას ჩააბარებენ. 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ლიტერატურას არჩევით საგნად 3 500-მდე აბიტურიენტი აბარებს.

ყველაზე მეტი ადგილი, შარშანდლის მსგავსად, კვლავ ისტორიის ჩაბარების მსურველებისთვისაა გამოყოფილი, ყველაზე ცოტა კი – ხელოვნების.

გთავაზობთ თითოეული საგნის მიხედვით ადგილების რაოდენობას:

  • ისტორიაზე – 10 000-მდე ადგილია გამოცხადებული და 12 500-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა;
  • გეოგრაფიაზე – 7 500-მდე ადგილია გამოცხადებული და 11 500-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა;
  • მათემატიკაზე - 9 000-მდე ადგილია გამოცხადებული და 7 500-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა;
  • ლიტერატურაზე – 4 000-მდე ადგილია გამოცხადებული და 3 500-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა;
  • ბიოლოგიაზე – 3 500-ზე მეტი ადგილია გამოცხადებული და 5 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა;
  • სამოქალაქო განათლებაზე – 2 000-ზე მეტი ადგილია გამოცხადებული და 3 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა;
  • ქიმიაზე – 2 000-ზე მეტი ადგილია გამოცხადებული და 2 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა;
  • ფიზიკაზე – 2 000-მდე ადგილია გამოცხადებული და 1 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა;
  • ხელოვნებაზე - 7 00-ზე მეტი ადგილია გამოცხადებული და 500-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
ასევე იხილეთ: რეკომენდაციები, რომლებიც 2019 წლის აბიტურიენტებმა ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გაითვალისწინონ

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

კონკურსს აქტიურად შეუერთდნენ შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება