სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რეკომენდაციები, რომლებიც 2019 წლის აბიტურიენტებმა ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გაითვალისწინონ
21-07-2019
-
+


ხვალ აბიტურიენტები გამოცდას ლიტერატურაში ჩააბარებენ. წელს ლიტერატურაზე 4000-მდე ადგილია გამოცხადებული და 3500-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

Etaloni.ge ლიტერატურის გამოცდასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წარმომადგენელის, თამაზ  ჯოლოგუას რჩევებს გთავაზობთ:

- მაინტერესებს, თემისთვის განკუთვნილი ადგილი გაიზარდა? ესე ამოღებულია და მისთვის გამოყოფილი ადგილიც დაემატა თუ არა.
- დიახ, გაიზარდა. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

- ენობრივ სტილსა და თავისებურებებში კონკრეტულად რა იგულისხმება?
-  მწერლის ენისა და სტილის თავისებურებებში იგულისხმება მწერლის თხრობის ინდივიდუალური მანერა და კონკრეტული ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობითი თავისებურებები.

- ტექსტის რედაქტირებაში სწორი ფორმა ასევე სწორი ფორმით რომ შევცვალოთ, ქულა დაგვაკლდება (მაგალითად, რომ ეწეროს „ეჭვის თვალით უყურებდა“ და ჩვენ რომ დავწეროთ „ეჭვით უყურებდა“)?
-  თუ აზრი შინაარსობრივად არ შეიცვლება, ქულა არ დაგაკლდებათ. თქვენ მიერ დასახელებულ მაგალითშიც ქულა არ დაგაკლდებათ.

- ესე და თემა მინიმალურად რამდენ სიტყვიანი უნდა იყოს? ასევე, აუცილებელია თემისა და ესეს წერის დროს სათაურიც დავწეროთ?
- 120 სიტყვაზე ნაკლები თუ იქნება, ნაშრომი ენობრივად არ გასწორდება. რაც შეეხება სათაურს, თხზულების დასათაურება აუცილებელი არ არის.

- ტექსტის ანალიზში ტექსტის მხატვრულ მხარესა და ავტორის სტილზე მსჯელობისას რა უნდა გავითვალისწინოთ? გასაგებია, რომ მხატვრულ ხერხებს ამოვიწერთ ორ-სამს და სხვა?
- საჭიროა ადრინდელზე მეტი ყურადღება მიაქციოთ მწერლის ინდივიდუალურ სტილს. მოცემულ კრიტერიუმში ქულათა რაოდენობის გაზრდა სწორედ ამ გარემოებით არის განპირობებული.

- ესეს წერისას რას გვირჩევთ, შესავალშივე მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, თუ ნელ-ნელა მსჯელობას წავყვეთ და მივიდეთ დასკვნამდე? ასევე, მაინტერესებს, კონტრარგუმენტი აუცილებელია და თუ ექცევა მას ყურადღება გასწორებისას
- ყურადღებით წაიკითხეთ დავალების პირობა, რომელიც გიკარნახებთ კონტრარგუმენტის აუცილებლობას. რაც შეეხება მსჯელობის აგებას, ეს თქვენი გადასაწყვეტია (აქ წინასწარ განსაზღვრული სტანდარტი არ არსებობს).

- რამდენი პარალელის მოყვანაა საჭირო მხატვრულ ანალიზში, რომ დაიწეროს მაქსიმალური ქულა ზოგადი განათლების ნაწილში?
- პარალელთა რაოდენობა წინასწარ განსაზღვრული არ არის, შეგიძლიათ მოიყვანოთ იმდენი პარალელი, რამდენსაც თქვენი მსჯელობა მოითხოვს.

- რედაქტირებაში მითითებული იქნება ზუსტი ქულა, რომელიც შეცდომების რაოდენობას შეესაბამება?
- არა, არ იქნება მითითებული.

- ლიტერატურული ესეს ამოღება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ კითხვები გართულდება და ანალიზს მკაცრად გაასწორებენ?- საკითხები გართულებული არ არის და ნაშრომიც ჩვეულებრივად გასწორდება.

- ესე რა შემთხვევაში არ სწორდება ქართულ ენაში?
- ესე არ გასწორდება, თუ მხოლოდ სამი-ოთხი წინადადებაა ან ნაწერი არ იკითხება. ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ აბიტურიენტი დაწერს საკუთარ სახელსა და გვარს ან დასვამს ნებისმიერ მაიდენტიფიცირებელ ნიშანს.

- თუ, ვთქვათ, რედაქტირებაში გავასწორე „იქნა მოპოვებული“ და დავწერე „მოიპოვეს“, ქულა დამაკლდება?
- ქულა არ დაგაკლდებათ, რადგან „მოიპოვეს“ სწორი ფორმაა.

- ლიტერატურის გამოცდის კითხვები წელსაც იმავე ტიპისა და სირთულისა იქნება?
- დავალებების ტიპი და სირთულე წელს არ შეცვლილა. სიახლეებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხ. აქ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ისწავლეს არაფორმალური განათლების მეთოდებით

„მოსწავლეებმა დიდი მონდომებით მოაწყვეს ჩაის მაგიდა, მოირგეს მასპინძლისა და სტუმრის როლები“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება