სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხალას საჯარო სკოლაში ქართული ენის სიწმინდის დაცვისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
30-06-2019
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სეიდ გვარიშვილის სახელობის ხალას საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღეს ქართული ენის სიწმინდის დაცვისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებს სტუმრად საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ფატი ხალვაში ეწვია, რომელმაც სკოლის აღსაზრდელებს საჩუქრად წიგნები მიუტანა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საყვარელი ლექსები წაიკითხეს და ქართული ანბანის უნიკალურობის შესახებ ისაუბრეს. საკუთარი ნაწარმოებები წარმოადგინეს მარიამ ომერაძემ, მარიამ ლორთქიფანიძემ, ნინი აბაშიძემ და ლაურა ქარცივაძემ.

ხალას საჯარო სკოლის დირექტორმა ლეილა ლორთქიფანიძემ საჩუქრად წიგნები გადასცა ნორჩ ავტორებსა და კვირეულის ფარგლებში გამართულ კონკურსებში გამარჯვებულებს: მხატვრული კითხვაში გამარჯვებულებს - ანანო ქარცივაძეს, ჯანრი იმნაძეს და მარიამ ჯიჯავაძეს, კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულებს - ნინო ჯიჯავაძეს, მარიამ ლორთქიფანიძესა და მალხაზ კონცელიძეს, თავისუფალი თემის წერის კონკურსში გამარჯვებულ ნიკოლოზ შაქარიშვილს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება