| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დღეს, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის ფინალი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში გაიმართა.
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას საპატიო სტუმრები – მუნიციპალიტეტების მმართველობის და თვითმმართველობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, პარლამენტის დეპუტატები დაესწრნენ.
გამარჯვებული მოსწავლე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის მოსწავლე საბა ებანოიძე გახდა, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა დააჯილდოვა.
მარიამ ჯაში:
სახელმწიფო ინიციატივების პარალელურად უაღრესად მნიშვნელოვანია რომ განათლების პოპულარიზაციაში და საზოგადოებრივ ჩართულობაში იყვნენ არასახელმწიფო ორგანიზაციებიც.
ამ მხრივ, როგორც „ეტალონი“ ასევე მისი ახალი პლატფორმა izrune.ge არის უნიკალური ინიციატივა და მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში 40 ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა 2000-ზე მეტი სკოლის ჩართულობით. დღეს 78 ფინალისტი მონაწილეობდა.
ასეთ ინიციატივას ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფომ, როგორც საკანონმდებლო ორგანომ ასევე განათლების უწყებამ. ჩვენ გვიხარია რომ ყოველ წელს უფრო დიდი წარმატებით ხორციელდება ეს ინიციატივა. ვულოცავ ყველა გამარჯვებულს დღევანდელ წარმატებას.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება