| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის IV კლასში მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში ღია გაკვეთილი ჩატარდა.
მასწავლებელმა ნატო ნანავამ, რომელიც ამ კლასის დამრიგებელიცაა, სათანადო საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია გამოავლინა კლასში კეთილგანწყობილი ატმოსფეროს შექმნით, ადექვატური ლექსიკის გამოყენებით, ეფექტური აქტივობებით და გაკვეთილის სტანდარტების დაცვით.
გაკვეთილზე უზრუნველყოფილი იყო ყველა მოსწავლის თანაბარი ჩართულობა, გამოყენებულ იქნა სასწავლო სტრატეგიები, საკლასო ორგანიზების ისეთი ფორმები, როგორებიცაა ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, ინსცენირებულ იქნა ნაწარმოების „მგელი და კრავი“ სიუჟეტი და წარმოდგენილი იყო, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული რესურსები.
მოსწავლეებმა გააცნობიერეს ნაწარმოების დედააზრი-სოციალური უსამართლობის, როგორც ერთ-ერთი საზოგადოებრივი მანკიერების მხილება. გაკვეთილი შეფასების ჯგუფის მიერ უმაღლესი ქულით შეფასდა.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ცნობილია, რომელი საგნის გამოცდაზე გადის ყველაზე მეტი მასწავლებელი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას