სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელთა ზეიმი - „მოვდივართ მოგვიხარია“ გაიმართა
11-06-2019
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელთა ზეიმი - „მოვდივართ მოგვიხარია“ ჩატარდა. 

კლასის ხელმძღვანელია თინათინ ნაცვლიშვილი.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეს იყო არა მარტო ცოდნის ზეიმი, სადაც ბავშვებმა ლექსები, სიმღერები და ცეკვები წარმოადგინეს, არამედ მათი შესაძლებლობების წარმოჩენის ასპარეზიც.

მოსწავლეებმა გააცოცხლეს საქართველოს ისტორია ფარნავაზიდან ახალ პერიოდამდე. 

როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს,  მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი თითოეული მეფისა და წმინდანების ღვაწლი. იყო ყველასთვის საყვარელი სცენის ოსტატების იმიტაციაც. ეს გახლდათ საინტერესო აქტივობებით და დიდი შრომით დატვირთული ოთხწლიანი წარმატებული საქმიანობის დაგვირგვინება. 

„მადლობა მშობლებს მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ქალბატონ ქეთევან კაპანაძეს, რომელმაც მუსიკალურად გააფორმა ღონისძიება, განსაკუთრებით კი კლასის ხელმძღვანელს თინათინ ნაცვლიშვილს, რომელმაც დიდი ღვაწლი ჩადო ამ ლამაზი და საყვარელი ბავშვების აღზრდა-განათლებაში. კიდევ მრავალი თაობა გაეზარდოს ქალბატონ თინათინს!“ -აღნიშნა სკოლის დირექციამ. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

„მადლობა, თითოეულ პატარა შემოქმედს, რომ ასეთი ფერადი, ცოცხალი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს“

პროექტის მთავარი გზავნილი იყო: „პატარა ხელებით, დიდი გულებით - აქედან იწყება სიკეთე“

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება