| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილი დღეების დადგომასთან ერთად მშობლები უფრო ხშირად ასეირნებენ პატარებს გარეთ და ზოგადად ბავშვები ბუნებაში გაცილებით მეტ დროს ატარებენ.
გარდა სხვა საფრთხეებისა ერთ-ერთია ტკიპა, რომლის ნაკბენიც ხშირ შემთხვევაში სერიოზულ გართულებებს, ენცეფალიტს იწვევს. ცხადია თუ მშობელმა დროულად არ მიაქცია ყურადღება.
გაგაცნობთ საინტერესო
ფაქტებს ტკიპათი ნაკბენის შესახებ.
პირველ რიგში გაითვალისწინეთ,
რომ ენცეფალიტისგან აცრა სასურველია სეზონის დაწყებიდან 2 თვით ადრე.
ტკიპებს მიწიდან 1.5 მეტრზე შეუძლიათ აცოცება. ისინი ადამიანის სხეულზე ბალახებიდან და ბუჩქებიდან ხვდებიან და ისე იდებენ ბინას. ამიტომ ბუნებაში სასურველია დახურული ტანსაცმელი ატაროთ.
სახიფათოა არა მხოლოდ
ტკიპას ნაკბენი, არამედ იმ ძროხის რძეც რომელსაც ტკიპამ უკბინა, იმ შემთხვევაში რძე
თუ არ არის ადუღებული.
განსაკუთრებულად
გავრცელებულია ციმბირში, სადაც 80 % ადამიანების ტკიპას ნაკბენით იღუპება.
იმ შემთხვევაში
თუ ბავშვს ან ზრდასრულს უკბინა ტკიპამ, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს, ნუ ჩაიტარებთ თვითმკურნალობას
და რაც მთავარია, თუ ტკიპა მოშორებული გაქვთ, წაიღეთ თან, რათა ჩაუტარდეს ანალიზები
თუ რა სახის ინფექციის მატარებელია. შესაბამისად ანალიზების სპექტრს ჩაიტარებთ თქვენც.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა