სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მაღალმთიან დასახლებაში სკოლებისა და საბავშვო ბაღების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი 35%-იან დანამატს წელს ვეღარ მიიღებს
17-04-2019
-
+


მაღალმთიან დასახლებაში საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი დამატებით სოციალურ შეღავათს, რომელსაც სახელფასო დანამატზე 35% უნდა შეედგინა, კანონპროექტის ჩავარდნის გამო 2019 წლიდან აღარ მიიღებენ.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით ჩავარდა. თუმცა, როგორც პროექტის ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, კანონპროექტს ხელახლა განიხილავენ.

„კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩავარდა თუმცა, თავიდან შევიტანთ კანონპროექტს. მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში 2020 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტი შემოვა. სწორედ ამ დროისთვის შევიტანთ კანონპროექტს, დაიწყება განხილვები და სავარაუდოდ, წლის ბოლოს იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რათა 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს ხარჯვითი წილი. წინასწარ თქმა მიჭირს, თუმცა მგონია, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ და ალბათ, წლის ბოლოს მივიღებთ“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა

კანონპროექტის მიხედვით, სოციალური შეღავათით უკვე მოსარგებლე პირთა წრეს (სკოლისა და სკოლამდელი დაწესებულების მასწავლებლებს) უნდა დამატებოდა შემდეგი კატეგორია: მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებში დასაქმებული პირები, ასევე საჯარო საბავშვო ბაღებში დასაქმებული პირები, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება.

სოციალური შეღავათი 4 800 პირს უნდა შეხებოდა.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატორები იყვნენ პარლამენტის წევრები: გია ჟორჟოლიანი, ბექა ნაცვლიშვილი, კობა ნარჩემაშვილი, მირიან წიკლაური, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, რუსლან პოღოსიანი, ირაკლი აბუსერიძე, ზაზა პაპუაშვილი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება