სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

9 რამ, რაც ჟურნალისტების შესახებ უნდა იცოდეთ
21-03-2018
-
+


ჟურნალისტიკა – ინფორმაციის უწყვეტი წყარო, რომელიც ასოცირდება თავისუფლებასთან.

ჟურნალისტის მთავარი მოვალეობაა საზოგადოებას გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდოს. პირველ რიგში ჟურნალისტი საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს.

ჟურნალისტიკა ერთ–ერთ პრესტიჟულ და ყველაზე სტრესულ პროფესიად ითვლება. სტატისტიკის შედეგად 10 ყველაზე სტრესული პროფესიიდან, ჟურნალისტიკა 7–ე ადგილს იკავებს.

პროფესია, რომლის დროსაც ყოველთვის უნდა გაიხსენო, რომ ჯერ საზოგადოების წევრი ხარ  და შემდეგ – ჟურნალისტი. ჟურნალისტიკას „მეოთე ხელისუფლებასაც“ კი უწოდებენ, რადგან ჟურნალისტი პირველ რიგში მოქალაქეების ერთგულია, უნდა გაითვალისწინოს მათი აზრი და ამის გამოხატვის საშალებაც უნდა მისცეს. სიუჟეტის და რეპორტაჟის ყურებისას, ან რომელიმე სტატიის წაკითხვისას, ყოველთვის თვალწინ მიდგება ჟურნალისტიკის 9 პრინციპი, რომელსაც ბილ კოვაჩი და ტომ როზენსტილი წიგნ „ჟურნალისტიკის ელემენტებში“  გადმოგვცემენ:

1. ჟურნალისტი უპირველეს ყოვლისა სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს

2. ჟურნალისტიკა, პირველ რიგში მოქალაქეების ერთგული უნდა იყოს

3. ჟურნალისტიკის არსი ინფორმაციის გადამოწმებაა

4. ჟურნალისტი უნდა იყოს დამოუკიდებელი მათგან, ვისაც აშუქებს

5. ჟურნალისტი უნდა იყოს ხელისუფლების დამოუკიდებელი მაკონტროლებელი

6. ჟურნალისტიკა საზოგადოებას საჯარო კრიტიკისა და აზრის გამოხატვის საშუალებას უნდა აძლევდეს

7. ის, რაც მნიშვნელოვანია, ჟურნალისტმა საინტერესოდ და ადეკვატურად უნდა გადმოსცეს

8. ჟურნალისტმა უნდა შეინარჩუნოს ინფორმაციის პროპორციულობა და ეს ინფორმაცია ყოველმხრივი უნდა გახადოს

9. ჟურნალისტი პასუხს აგებს სინდისის წინაშე

შეგახსენებთ, რომ ქართული ჟურნალისტიკის დღე 1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა  ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დაადგინა, მას შემდეგ ეს დღე 21 მარტს აღინიშნება.

ავტორი: იაკო ამირანაშვილი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება