| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძარი 15 აპრილს, ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. მეხანძრეებმა შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა შეძლეს.
ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა. არ დაზიანებულა ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი წმინდა ლუის ტუნიკა. რელიკვიები საეკლესიო საცავებში ინახება და მათ არაფერი ემუქრებათ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარების მზადყოფნა იუნესკო-მ უკვე გამოთქვა.
წინასწარი ვერსიით, ტაძარში ხანძარი მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ინციდენტის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, აგრეთვე ცნობილი როგორც ნოტრ-დამი, რომელიც XII-XIV საუკუნეებში აშენდა, კუნძულ სიტეზე მდებარეობს.
უცხოური მედიაში პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფოტოები გავრცელდა, სადაც ჩანს ხანძრის შედეგად ტაძრის რა ნაწილი განადგურდა.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“