TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

გაეცანით ხიდისყურის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლის თემას 9 აპრილის შესახებ
16-04-2019
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხიდისყურის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ელზა მამედოვამ 9 აპრილის შესახებ თემა მოამზადა, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველომ დღეს 9 აპრილი აღნიშნა. ერთი დღე ორი დიდი ისტორიული კონტექსტით. 30 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის საშინელი ტრაგედიიდან, როცა რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარის ელიტარულმა ნაწილებმა ნიჩბების, მხუთავი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაახლოებით 10 ათას კაციანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია უსასტიკესად დაარბიეს. საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცის დარბევის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა.

9aprili.png

საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 5 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზე, თბილისში. მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი (მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში და ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს.

9aprilii.png

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ამბობს, რომ 9 აპრილი საქართველოსთვის ტრაგიკულ განზომილებასთან ერთად, დიდი ისტორიული მონაპოვარიც არის.

„9 აპრილმა ბევრად განსაზღვრა ის, რაც მოხდა საქართველოსა და რუსეთს შორის. და რჩება ფაქტორად, რომელიც დღემდე განსაზღვრავს ამ ურთიერთობებს. 9 აპრილი არის ჩვენი ცოცხალი მეხსიერების ნაწილი. ეს არ არის 26 მაისი, რომელიც არ არის ჩვენი ცოცხალი მეხსიერების ნაწილი. ეს არის ისტორიული თარიღი“.

სანამ იარსებებს ერი (9 აპრილი) 

თუმცა დღეს ვარდისფრად გვიღიმის აპრილი,

გულს მაინც ტკივილი სერავს,

წლებია გასული, განცდილი ელდა კი

არ გაგვნელებია ჯერაც.

რუსთაველს ჯერ ისევ ატყვია წინწკლები

ცხრა აპრილს დაღვრილი სისხლის,

ქაშუეთს ჩაუვლი, კვნესა და სიმღერა

თითქოს და ზეციდან ისმის.

ოცდაერთ სიცოცხლეს, ნიჩბებით დაჩეხილს,

ასობით მოწამლულ ქართველს...

თაყვანისცემა და პატივი, დიდება,

დაღუპულთ ავუნთებთ სანთელს... 

კვლავ გავა წლები და აპრილი ჩვეულად

შემოვა ასობით ფერით,

ეს დიდი ტკივილი არასდროს გაქრება,

სანამ იარსებებს ერი“,-აღნიშნულია ელზა მამედოვას ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი

 

 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

მასწავლებლობის უფლების აღიარებისთვის, მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება მოგეთხოვებათ

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეთა წარმატება საამაყოა სკოლისა და ოჯახისთვის

მოსწავლეებმა მიიღეს საჭირო და პრაქტიკული რჩევები

საინტერესო

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
საზოგადოება