სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გამოცხადდა
16-04-2019
-
+


განათლების საერთაშორისო ცენტრმა ორი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა. ეს პროგრამებია: საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა; სტიპენდია უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის.

ორივე პროგრამის ფარგლებში ელექტრონული განაცხადები მიიღება მიმდინარე წლის 15 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით (თბილისის დროით 19:00 სთ-მდე) გაგრძელდება. ხოლო კონკურსის საბოლოო შედეგები მონაწილეებს 30 ივნისამდე ეცნობებათ.

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საჭირო მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური კადრების მომზადება და საჯარო სამსახურში დასაქმებულთა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები, რომლებიც დასაქმებულნი არიან საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში და სურთ დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამით აიმაღლონ კვალიფიკაცია.

სტიპენდია უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის - ეს პროგრამა უნგრეთის მოქალაქეებს სთავაზობს სტიპენდიას, რომლის ფარგლებშიც მათ საშუალება ეძლევათ ჩაერთონ ქართული უნივერსიტეტების სასწავლო ან კვლევით პროგრამაში. სასტიპენდიო პროგრამა ადმინისტრირებულია სსიპ საერთაშორისო განათლების ცენტრისა და ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის მიერ. პროგრამის მონაწილეებს უნგრეთიდან შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მოკლე ან გრძელვადიან კურსებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება