სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აზავრეთის სკოლაში სასწავლო პროცესი კვირაზე მეტია არ მიმდინარეობს - მშობლები სკოლის მძიმე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას აპროტესტებენ
15-04-2019
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის აზავრეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე კვირაზე მეტი რაც შეწყვეტილია. სკოლაში, სადაც 184 მოსწავლე სწავლობს, სასწავლო პროცესი მშობლების პროტესტის გამო შეწყდა. მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო მშობლები ბავშვებს სკოლაში აღარ უშვებენ.

როგორც etaloni.ge-ს ახალქალაქის რესურსცენტრის უფროსი თერეზა ჩივჩიანი ესაუბრა, ამ ეტაპზე მშობლებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რათა მოსწავლეებმა სწავლა დროებით მეზობელ სოფელში მდებარე სკოლაში ან ალტერნატიულ ფართში განაგრძონ.

„შენობა მძიმე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაშია. მშობლებს ახალი სკოლა უნდათ. სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია. მიმდინარეობს მშობლებთან მოლაპარაკება, რომ სასწავლო პროცესი მეზობელ სოფელში არსებულ სკოლაში ან ალტერნატიულ ფართში განახლდეს, მანამდე სანამ არსებული მდგომარეობა მოგვარდება - იქნება ეს სკოლის რემონტი თუ ახალი შენობის აშენება, რაც ამ სკოლისთვის იქნება გათვალისწინებული. სხვა სკოლაში ბავშვების გადაყვანა დღეიდან შეგვიძლია, რადგან მეზობელ სოფელში არის კარგი სკოლა, ბავშვების ტრანსპორტირებაც მერიის მხრიდან იქნება დაფინანსებული.

მშობლების ნაწილი თანახმაა, ნაწილი ფიქრობს, თუმცა საბოლოო პასუხი არ გვაქვს. მოლაპარაკება მიმდინარეობს და ყველა მშობლის პასუხის შემდგომ გვექნება ოპტიმალური ვარიანტი შეთავაზებული. სკოლების რეაბილიტაცია როგორც მოგეხსენებათ ადგილობრივ თვითმმართველობის პასუხისგებაში გადავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსშია როგორც ადგილობრივი თვითმმართველობა, ისე გუბერნია. იქაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები რომ დროულად მოხდეს საკითხის განხილვა და გადაწყვეტა“, - განაცხადა თერეზა ჩივჩიანმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება