სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სრული დანამატის მისაღებად საჭირო საათები საჯარო სკოლებში დასაქმებულ მასწავლებელთა დაახლოებით 23%-ს აქვს
15-04-2019
-
+


„საჯარო სკოლებში 25 800-მდე მასწავლებელი მუშაობს და მათ შორის სრული დანამატის მისაღებად საჭირო საათების რაოდენობა 5 869 პედაგოგს აქვს, რაც საჯარო სკოლებში დასაქმებულ სტატუსის მქონე მასწავლებელთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 23% - ს შეადგენს“, - აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრის, სერგო რატიანის კანონპროექტშია ნათქვამი.

კანონპროექტი ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“ განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის წესის ცვლილებას ეხება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისში ქვეყნის მასშტაბით, 26 401 სტატუსის მქონე პედაგოგია დასაქმებული.

„გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის მასშტაბით სტატუსის სრული ოდენობის თანამდებობრივი სარგოს დანამატს უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსის მქონე 13 და 15-საათიანი დატვირთვით მომუშავე პედაგოგები იღებენ, უფროსის სტატუსის მქონე 25 200-მდე პედაგოგიდან სრული დატვირთვით 5 724 მუშაობს, რაც ნიშნავს იმას, რომ 320-ლარიანი დანამატი სწორედ ამდენივეს ეძლევა, დასაქმებული წამყვანის სტატუსის მქონე 494 პედაგოგიდან - 136-ს (700-ლარიანი დანამატით) ეძლევა დანამატი, ხოლო 39 მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლიდან შესაბამისი დატვირთვით 9 პედაგოგი მუშაობს (1000-ლარიანი დანამატით)“, - აღნიშნულია შესაბამის დოკუმენტში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება