სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აპრილის ბოლოს განათლების სამინისტრო პარლამენტს 2020 წელს განსახორციელებელი სიახლეების შესახებ დოკუმენტს წარუდგენს
09-04-2019
-
+


აპრილის ბოლოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პარლამენტს წარუდგენს დოკუმენტს, რომელშიც აღწერილი იქნება, როგორც მომავალ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში შესატანი ცვლილებები, ისე სკოლის მე-4, მე-6 და მე-10 კლასებში ჩასატარებელი გამოცდების სისტემა. აღნიშნული სიახლის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა.

„პირველი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია საატესტატო გამოცდების რეფორმასთან დაკავშირებით, ემსახურება იმ დუბლირების, ორი ცენტრალიზებული, მაღალი რისკის გამოცდებიდან უფრო ეფექტური სისტემის მიღებას.  აპრილის ბოლოს ველოდებით განათლების სამინისტროდან სამუშაო დოკუმენტს, რომელშიც იქნება აღწერილი კომპლექსურად, როგორც ეროვნულ გამოცდებთან მიმართებაში მომავალი წლისთვის დაგეგმილი ცვლილებების სამუშაო პროექტი, ასევე სკოლის ეტაპზე, მე-4, მე-6 და მე-10 საფეხურებზე სადიაგნოსტიკო და შეფასებითი გამოცდების სისტემა. მოსწავლეებს სჭირდებათ საინტერესო და შემოქმედებითი სასწავლო გარემო და სწორედ ამ გარემოთი უნდა უზრუნველვყოთ მათი დაინტერესება და სკოლაში ჩართულობა და არა - ხისტი საგამოცდო სისტემით, რომელიც ხარისხობრივად ნამდვილად არ აუმჯობესებდა სასწავლო გარემოს“, - განაცხადა ჯაშმა.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ სკოლის საატესტატო გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტი 8 აპრილს დაამტკიცა. შესაბამისად, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები სკოლის საატესტატო ე.წ. CAT-ის გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება