მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2 აპრილს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.
II ტური 7 მაისს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.
Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი სულხან ნიჟარაძე:
„იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო უნდა იცოდე, რომ იცოდე, უნდა წაიკითხო, რომ წაიკითხო წინსვლის მოტივაცია უნდა გქონდეს, ამ უკანასკნელს კი „ეტალონი“ საუკეთესოდ ემსახურება. წლებია, პროექტთან ვთანამშრომლობთ და მაღალია მოსწავლეთა აქტივობა და ინტერესი ჩემპიონატის მიმართ. ძალიან გონიერი და წარმატებული ახალგაზრდობა გვყავს და ყოველთვის ხელს შევუწყობთ მათ მრავალმხრივ განვითარებას.“
ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მადონა გოგიტიძე:
„ტრადიციულად მაღალი იყო მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი ჩემპიონატის მიმართ. პირველი ეტაპს რამდენიმე სკოლაში თავად დავესწარი, ტესტირება მშვიდ და ობიექტურ გარემოში მიმდინარეობდა. „ეტალონი“ განათლებული თაობის გამოვლენა-წახალისებით საქვეყნო საქმეს ემსახურება და ამ გზაზე ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ. პროექტი სოციალურ უნარებს უვითარებს ბავშვებს, მათ წინსვლის მოტივაციას უჩენს და ასწავლის რომ მთავარი არა გამარჯვება, არამედ მუდმივი ბრძოლა და მიზანდასახულობაა. ამასთან, მოსწავლეები ერთმანეთის შესაძლებლობებისა და წარმატებების გაზიარებას ეჩვევიან.“
ქობულეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა მენაბდე:
„ეტალონთან“ წლებია აქტიურად და წარმატებით ვთანამშრომლობთ. წინა ჩემპიონატში სწორედ ჩვენმა მოსწავლემ გაიმარჯვა. მიღწეულმა შედეგმა ბავშვებში მეტად გაზარდა მონაწილეობის სურვილი და ინტერესი პროექტის მიმართ. „ეტალონი“ დამოუკიდებელ და ლოგიკურ აზროვნებას აჩვევს ახალგაზრდებს და მის შემეცნებით-მამოტივირებელ მიდგომებს წარმატებისთვის მთელი საქართველო იზიარებს.“
ქობულეთის N3 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ია სურმანიძე:
„წიგნიერებისა და განათლების ამაღლების კუთხით „ეტალონი“ უმნიშვნელოვანესი პროექტია. ჩემპიონატის ფორმატით ხშირად ვატარებთ ინტელექტუალურ შიდასასკოლო შეჯიბრებებს, მოსწავლეები მომზადებულები, მაღალი ჩართულობითა და ინტერესით მონაწილეობენ პროექტში. შედეგებიც კმაყოფილი ვარ. ახლა მეორე ტურსა და „ეტალონის“ სტუმრობას ველოდებით.“
ხუცუბნის საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ ბასილაძე:
„ეტალონთან“ მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. პროექტი დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენს მოსწავლეებში. ყოველთვის მაღალია ჩართულობა და ინტერესი ჩემპიონატის მიმართ. პროექტი ბავშვების ცოდნის გამოვლენა-წახალისებასა და წარმატებისკენ მოტივირებას უწყობს ხელს.“
ალამბრის საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგი დალი ნიჟარაძე:
„ტესტირების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. მშვიდ და თანაბარ გარემოში მოსწავლეებს საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ჰქონდათ. საინტერესო ტესტების გაცნობისა და შედეგების გაცნობის შემდეგ, მათ დაწყდათ გული, ვინც თავი შეიკავა მონაწილეობისგან. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს უფრო მაღალი იქნება ჩართულობა. ვგულშემატკივრობ ეროვნულ „ეტალონსა“ და ჩვენს მოსწავლეებს წარმატების გზაზე.“
ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ვენერა აბუსერიძე:
„მაღალი აქტივობითა და ინტერესით მონაწილეობდნენ მოსწავლეები ტესტირებაში. შემეცნებითი და მამოტივირებელი მიდგომებით „ეტალონი“ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს არის პროექტი, რომელიც ბავშვებს თავის წარმოჩენისა და წინსვლის სტიმულს აძლევს და წარმატებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში ეხმარება.“
ჩაქვის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ბადრი დავითაძე:
„ეტალონი“ გამარჯვების მოლოდინს ქმნის. მის შემეცნებით და მამოტივირებელ მიდგომებს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს. ჩემპიონატი არაფორმალური განათლების გამორჩეულად წარმატებული მაგალითია. საინტერესო ტესტები მოსწავლეთა კრეატიულ აზროვნებას ავითარებს და ახალგაზრდებს სამომავლო წინსვლისთვის ამზადებს.“
ჩაქვის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მანანა ტარიელაძე:
„ტესტირების პირველმა ეტაპმა მშვიდ და თანაბარ გარემოში ჩაიარა. მაღალი იყო მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი ჩემპიონატის მიმართ. „ეტალონში“ ახალგაზრდები საკუთარი შესაძლებლობების თამამად გამოვლენას სწავლობენ და მრავალმხრივ ვითარდებიან. იმედი გვაქვს, რომ მეორე ტურში ასპარეზობის უფლებას მოვიპოვებთ და წარმატებებსაც მივაღწევთ.“
სახალვაშოს საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა ტაკიძე:
„ტესტირების პირველმა ეტაპმა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით ჩაიარა. საინტერესო კითხვები საგნობრივ ცოდნასთან ერთად ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს ახალგაზრდებისგან, რაც მათ მრავალმხრივ ავითარებს. ვგულშემატკივრობთ განათლებულ მომავალსა და „ეტალონს.“
სახალვაშოს საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე იაშა ცინცაძე:
„ყოველწლიურად მაღალია მოსწავლეთა ჩართულობა და მოლოდინი „ეტალონის“ მიმართ. ეროვნულ ჩემპიონატში მოსწავლეები დიდი მოტივაციით მონაწილეობენ და შედეგებსაც მუდმივად აუმჯობესებენ. მხარში ვუდგავართ განათლებულ, წარმატებულ ახალგაზრდობას და ვგულშემატკივრობთ მათ „ეტალონთან“ ერთად.“
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...
„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“
„როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ“
დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...
მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია