სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაციის ვადა გადაიწევს
12-03-2019
-
+


მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაციის ვადები გადაიწევს.

ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ თარიღის გადაწევის მიზეზი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილი სიახლეებია.

ამასთან, სოფო გორგოძის ცნობით, შესაძლოა, მასწავლებლებს გამოცდაზე რეგისტრაციისთვის უფრო შემჭიდროვებული ვადები ჰქონდეთ.

„მასწავლებლების გამოცდისთვის რეგისტრაცია ცოტათი გადაიწევს, დღეს რეგისტრაცია არ იწყება. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი გეგმავს ცვლილებებს სქემაში. შესაბამისად, როგორც კი ცვლილებები გამოცხადდება, პარალელურად დავიწყებთ რეგისტრაციის პროცესს. ეს არ ნიშნავს, რომ გამოცდები არ იქნება. თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ მასწავლებელთა გამოცდები ისევ ზაფხულში ჩავატაროთ, მაშინ რეგისტრაციის ვადები ცოტა შემჭიდროვდება. ეს დამოკიდებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მოთხოვნაზე, ისინი დაგვიკვეთავენ გამოცდებს. მე როგორც ვიცი, გამოცდების ჩატარება ზაფხულში იგეგმება“,-განაცხადა გორგოძემ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაცია 5 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა, გამოცდები კი ივლისის თვეში ჩატარდა.

ასევე იხილეთ: რა სიახლეები ელით მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე - მასწავლებლის სახლი დეტალებზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება