სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

რატომ არ უნდა დავეხმაროთ შვილს საშინაო დავალების მომზადებაში - 3 არგუმენტირებული მიზეზი მკვლევარებისგან
27-02-2019
-
+


ჩვენში გავრცელებული მიდგომით, დაწყებით კლასებში მშობელი შვილთან ერთად ასრულებს საშინაო დავალებას და თვლის, რომ თუ მის ცოდნას არ გადაამოწმებს ბავშვის აკადემიური მოსწრება გაუარესდება.

არადა, საპირისპიროს ამტკიცებს ამერიკული კვლევა - მეცნიერებმა 30 წლის განმავლობაში ჩატარებული დაკვირვებით დაადგინეს, რომ მშობელთა დახმარება მოსწავლის ნიშნებზე უარყოფითად აისახება.

გთავაზობთ 3 არგუმენტირებულ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა შვილის საშინაო დავალების მომზადებაში: 

მოსწავლე სწავლის მოტივაციას კარგავს

კვლევის თანახმად, რაც უფრო მეტად ერევა მშობელი საშინაო დავალების მომზადებაში, მით უფრო ნაკლებად უჩნდება ბავშვს სწავლის სურვილი. მუდმივი კონტროლი, დაძალება ან „დათვური სამსახური“ მოსწავლეს უფრო აზარმაცებს.

ბავშვს მხოლოდ მაშინ უნდა დაეხმაროთ, როდესაც თხოვნით თავად მოგმართავთ. დავალება მშობელმა არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაწეროს, უბრალოდ შვილს უნდა აუხსნას გაუგებარი საკითხი და ასწავლოთ დამოუკიდებლად მსჯელობა.

ბავშვი ვერ ივითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას

როდესაც ზედმეტად ერევით საშინაო დავალების მომზადებაში, თავისთავად, იღებთ პასუხისმგებლობას შესრულებულ სამუშაოსა და შედეგებზე. ამდენად, მოსწავლე ვერც დამოუკიდებლად მუშაობას სწავლობს და თავს არიდებს საკუთარ ვალდებულებებს.

მშობელსა და შვილებს შორის ურთიერთობა იძაბება

მუდმივ კონტროლსა და სიმკაცრეს ფსიქოლოგები მეგობრულ მიდგომას და გამხნევებას უპირისპირებენ. შვილებს საშუალება მიეცით დამოუკიდებლად იმეცადინონ, შეეშალოთ და ხარვეზები თავად გამოასწორონ. თქვენ გაამხნევეთ რომ ყველაფერი გამოუვა და სირთულეების დაძლევაში დაეხმარეთ, მზრუნველობით ხმამაღლა კითხვაში ან თამაშ-თამაშით ანგარიშში ავარჯიშეთ... ბავშვს შიშისა და დაძაბულობის ნაცვლად, თვენი იმედი და გვერდში დგომა სჭირდება წარმატებისთვის.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება