სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ უნდა მოექცეს სახელმწიფო 14 წლამდე ასაკის კანონდამრღვევებს - გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციები
20-02-2019
-
+


„საქართველოში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი 14 წელია. ეს ნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენისთვის არასრულწლოვანს სამართლებრივი პასუხიმგებლობა ეკისრება მხოლოდ 14 წლის ასაკიდან.

14 წლამდე ბავშვს, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, უნდა შეეხოს მეორადი პრევენციის მექანიზმი - განათლებისა და სოციალური დაცვის სისტემებმა უნდა გამოავლინონ რისკები და მოახდინონ მათზე რეაგირება. სახელმწიფოს პასუხი არ უნდა იყოს სადამსჯელო. პრევენციაზე მიმართული სერვისები უნდა ეხმარებოდეს ბავშვს, გააცნობიეროს მისი ქმედების მნიშვნელობა და შედეგები. ასეთი მიდგომა სასარგებლოა როგორც ბავშვისთვის, ისე საზოგადოებისთვის“.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა „ფეისბუქ“ გვერდზე აქვეყნებს.

„როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს საზოგადოების პასუხი 14 წლამდე ასაკის კანონდამრღვევის მიმართ?

✓პასუხი არ უნდა იყოს სადამსჯელო. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ბავშვს, გააცნობიეროს მისი ქმედების მნიშვნელობა და შედეგები

✓პასუხი უნდა მოდიოდეს სოციალური, განათლების და სხვა მომიჯნავე სექტორების მხრიდან. სამართალდამცავებს, ამ პროცესში შეიძლება, მხოლოდ იდენტიფიცირებისა და გადამისამართების ფუნქცია ჰქონდეთ

✓ყურადღება უნდა მიექცეს ქმედების გამომწვევ ფაქტორებს, ოჯახურ და სოციალურ გარემოებებს, ბავშვის მახასიათებლებსა და საჭიროებებს

✓უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი პროგრამები, რომლებიც დაეხმარება ბავშვს პრობლემების დაძლევაში

✓არ უნდა მოხდეს ბავშვის სტიგმატიზება

✓ბავშვს, რომელიც ადრეულ ასაკში არღვევს კანონს, სჭირდება დახმარება და მხარდაჭერა

✓სასჯელი პასუხი არ არის“,-ნათქვამია  გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს შეეხება - პროგრამა ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან იწყება 

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

მოსწავლეები ასევე შეუერთდნენ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამას

ბალღოჯიანის საჯარო სკოლა თამარ კირიაკოვს გულითადად ულოცავს ამ მნიშვნელოვან აღიარებას
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება