სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, ინტერვიუ, სამასწავლებლო

ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მორიგი წარმატება - სკოლის ორ პედაგოგს მენტორის სტატუსი მიენიჭა
15-02-2019
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ სკოლებს შორის, რომლის პედაგოგებმაც მენტორის სტატუსი მოიპოვეს. თუმცა, სკოლა სხვა მხრივაცაა გამორჩეული - მენტორის სტატუსი ერთდროულად სკოლის ორ პედაგოგს, ეკატერინე ძიგრაშვილსა და ნათია ბრეგაძეს მიენიჭა. 

ქუთაისის N2 საჯარო სკოლა თავისი მნიშვნელობითა და ისტორიით ყოველთვის გამოირჩეოდა. სკოლა 1880 წელს დაარსდა, მაშინ როცა საქართველოში ქართულ ენაზე სწავლა-განათლება იმკვიდრებდა ფეხს. სწორედ, ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ისტორიული წინაპარი იყო ვაჟთა გიმნაზია, რომელიც ერთადერთი იყო მაშინ არსებულ სასწავლებლებს შორის, სადაც მოსწავლეებს ქართულად ასწავლიდნენ. 

დღეს სკოლაში 1546 მოსწავლე სწავლობს, რომელთა განათლებაზეც 92 პედაგოგი ზრუნავს. მათგან 50 უფროსი, 2 წამყვანი და 2 მენტორი მასწავლებელია. 

სკოლის დირექტორმა, მურად ჯიშკარიანმა etaloni.ge-სთან საუბრისას მენტორ პედაგოგებს წარმატება მიულოცა და მათ შესახებ ისაუბრა: 

jdaisjdisojdsipajidsaijdioasijsd.jpg

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რამდენად არიან ადამიანები სიახლეებისკენ მიდრეკილები და ზუსტად ამით გამოირჩევიან ეკატერინე და ნათია, რა თქმა უნდა, სკოლის დანარჩენ პედაგოგებთან ერთად. როცა სკოლებში ჯიპრაიდის პროგრამა შემოვიდა, ეს პედაგოგები პირველები იყვნენ, რომლებიც ჩემთან მოვიდნენ და პროგრამის სკოლაში დანერგვა მთხოვეს. ისინი ძალიან წარმატებულები არიან და ვიტყვი, რომ ეს ამ პროექტის დამსახურებაცაა. ისინი ყოველთვის სიახლეს და ინოვაციებს ეძებენ, გაკვეთილებთან ერთად ასწრებენ ძალიან ბევრ რამეს, მონაწილეობენ პროექტებში და სწორედ ამიტომ მოახერხეს და მიაღწიეს ასეთ მოკლე დროში ამხელა წარმატებას. მათი მენტორის სტატუსი ძალიან დიდი სიხარული და წინსვლა იყო ყველასთვის, მათთვის, სკოლისთვის, მოსწავლეებისთვის, ახლობლებისთვის. მე ვამაყობ მათი მიღწევებით და კიდევ ერთხელ ვულოცავ“. 

ნათია ბრეგაძე დაწყებითი კლასის მასწავლებელია. მისი პედაგოგიური საქმიანობა ცხრა წელიწადს ითვლის. მენტორ პედაგოგს ამჟამად მეორე კლასი აბარია და მათთან ერთად იზიარებს ყოველ სიხარულს თუ წარმატებას. მისი ინოვაციური მეთოდები და მიდგომა ბევრ მოსწავლეს დახმარებია სირთულის დაძლევასა თუ მოტივაციის ამაღლებაში. მასწავლებლის თქმით, სწორედ პროფესიის სიყვარული და მოსწავლეების ანთებული თვალები დაეხმარა ამ შედეგის მიღწევაში. 

„ზოგადად, ყოველი ახალი გამოწვევა რაღაც სირთულესთან არის დაკავშირებული, თუმცა დაუძლეველი არაფერია და თუ ადამიანი მოინდომებს და საკუთარ თავზე იმუშავებს, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. ვფიქრობ, რომ თუ გიყვარს შენი საქმე, ის აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანო, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ მენტორის სტატუსი გაჩერების საფუძველს მაძლევს. პირიქით, ახლა მე უფრო მეტი მომეთხოვება და ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. მე უნდა გავამართლო ჩემი მოსწავლეებისა და სახელმწიფოს იმედი და ჩანაფიქრი. ვმუშაობ ინოვაციური მეთოდებით, რომლებიც გულისხმობს, რომ სასწავლო პროცესი ორიენტირებულია მოსწავლეზე და მათი საჭიროებების გათვალისწინებით ვგეგმავ ამა თუ იმ აქტივობას, ასევე, მაქსიმალურად ვცდილობ დიფერენცირების ელემენტები გამოვიყენო მუშაობისას, მოსწავლეებს მივცე მათი დონის შესაბამის დავალებები და ავუმაღლო მოტივაცია. მასწავლებლებს ვურჩევ, რომ საკუთარ თავზე მეტი იმუშაონ და სწორი თვითშეფასება ჩამოიყალიბონ, არ შეეშინდეთ სიახლეების, რადგან ყოველთვის იქნება შესაძლებლობები, რომლებიც საკუთარ თავში „ახალ ველოსიპედს“ აღმოაჩენინებთ“. 

ეკატერინე ძიგრაშვილი 26 წელია, რაც სკოლაში ასწავლის. მისი პედაგოგიური სტაჟი ბევრ სხვადასხვა რეფორმას, მიდგომას თუ ცვლილებას ითვლის, თუმცა პედაგოგის თქმით, ადრეც და ახლაც სწავლების საფუძვლები ერთია, უბრალოდ მეთოდები შეიცვალა. დაწყებითი კლასის პედაგოგმა მენტორის სტატუსის მოპოვება ერთ წელიწადში შეძლო და ახლა თავის გამოცდილებას სხვებს უზიარებს. 

„ამჟამად, მეორე კლასის პედაგოგი ვარ. ჩემი 26 წლიანი პედაგოგიური საქმიანობის მანძილზე ისეთ პერიოდშიც მომიწია მუშაობა, როცა გაკვეთილის სტრუქტურა, მოთხოვნები სულ სხვაგვარი იყო. როცა რეფორმები დაიწყო, სიმართლე გითხრათ, შეგუება არ გამჭირვებია, რადგან მაშინაც მიყვარდა  თავისუფალი, მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილების ჩატარება, როგორსაც ახლა გვთხოვენ და ამიტომ, ცვლილებები მარტივად მივიღე. სტატუსის ამაღლება შეუძლებელი ან წარმოუდგენელი არ არის, თუმცა ძალიან დიდ დროსა და შრომას მოითხოვს. პროფესიული ზრდისთვის, წინსვლისთვის მხოლოდ სკოლა და გაკვეთილების ჩატარება არაა საკმარისი. მასწავლებელი გამუდმებით უნდა ეძებდეს სიახლეებს, იყოს ორიენტირებული საკუთარ პროფესიულ ზრდასა და მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომებზე.  მოსწავლეებთან მუშაობა ჩემთვის მუდმივად ფორმაში ყოფნას ნიშნავს, რომელიც ყოველდღიურად გიბიძგებს იმისკენ რომ განვითარდე, აღიჭურვო თანამედროვე ცოდნით და მოძებნო თვითგანვითარებისთვის სხვადასხვა გზა.  ვთვლი, რომ ასე ფიქრობს თითოეული პედაგოგი და თუ ამ პირობას შევასრულებთ თითოეული ჩვენთაგანი წარმატება არ არის შორს. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება