სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ყველაზე დაძაბული ჩემპიონატი და პირველ სამეულში გასული მოსწავლეების ქულათა თანაბარი რაოდენობა-გაიგეთ ვინ გახდა „გარდაბნის ეტალონი მოსწავლე“
07-02-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „გარდაბნის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რაფი ორუჯოვი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ნიჟარაძე, მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენელი ნინო ნარიმანიძე, გარდაბნის რესურსცენტრის უფროსი ნინო გვარამაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ინტელექტ- ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის გარდაბნის ეტალონ მოსწავლეს“, გიორგი გენგაშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ სართიჭალის N2 საჯარო სკოლას კი - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა გამარჯვება მიულოცა „გარდაბნის ეტალონ მოსწავლეს“ და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ არის მნიშვნელოვანი მოტივატორი მომავალი თაობისთვის: 

„მივესალმები „ეტალონს“ და აღვნიშნავ, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის. ეს პროექტი დადებითად მოქმედებს მოსწავლეებზე და არის ერთგვარი მოტივატორი უკეთესად ისწავლონ და წარმატებას მიაღწიონ. კიდევ ერთხელ მივულოცავ ჩვენს „ეტალონ მოსწავლეს“ დღევანდელ გამარჯვებას და ვუსურვებ მეტ წარმატებას.“

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რაფი ორუჯოვმა მომავალი თაობისთვის „ეტალონის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მისთვის ამ პროექტის იდეები მისასალმებელია:

„მომავალი თაობისთვის ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ ის ყოველწლიურად ტარდება და ვირჩევთ „გარდაბნის ეტალონ მოსწავლეს“. მივესალმები პროექტ „ეტალონს“ და მის იდეებს.“

გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ნინო გვარამაძემ აღნიშნა, რომ „ეტალონი“ არის უდიდესი მოტივატორი არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის:

„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი მიზეზის გამო. პირველ რიგში, ვიტყოდი იმას, რომ ეს არის უდიდესი მოტივატორი ჩვენი არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის. რომლებსაც სურთ ინტეგრირება და სწორედ ასეთი პროექტების საშუალებით მათ ეძლევათ შესაძლებლობა წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები. დღევანდელ ჩემპიონატზე, ათეულშიც მოხვდა რამდენიმე არაქართულენოვანი მოსწავლე. მათ და დანარჩენმა მოსწავლეებმაც დაინახეს, რომ ცოდნა ნამდვილად ფასდება. პროექტი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სკოლისთვის და მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა „ეტალონს“ ამ არაჩვეულებრივი იდეისთვის და მომავალ თაობაზე ზრუნვისთვის.“

სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ნიჟარაძემ „გარდაბნის ეტალონ მოსწავლეს“ გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ ცოდნის გამომჟღავნების შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს:

„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია იმით, რომ ჩემპიონატში მონაწილეობენ ახალგაზრდები, რომლებსაც ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა ასეთ საგანმანათლებლო პროექტებში ასპარეზობისა. განსაკუთრებით ემოციური იყო დღევანდელი „ეტალონი“. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეს ჰქონდა ერთნაირი ქულები და ყველაფერი მხოლოდ წამებმა გადაწყვიტა. მინდა, მივულოცო თითოეულ მონაწილეს „ეტალონში“ ასპარეზობა და აქვე, ჩვენს გამარჯვებულს ვუსურვო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე წარმატება.“

„გარდაბნის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული გამარჯვების საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ, მარიკა ზვიადაურმა მოიპოვა:

„ძალიან ბედნიერი ვარ. განსაკუთრებულად არ ვმეცადინეობდი და ნამდვილად არ ველოდი, თუ ამდენ მოსწავლეს შორის გავიდოდი და პირველ ადგილს დავიკავებდი. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი პროექტის ორგანიზატორებს, რომლებმაც ასეთი არაჩვეულებრივი დღე მაჩუქეს.“

გამარჯვების საჯარო სკოლის დირექტორმა, გურამ ნათენაძემ აღნიშნა, რომ მისი სკოლის მოსწავლეები უკვე რამდენიმე წელია იბრძვიან პირველობისთვის და წელს მათ ეს მონდომება დაუფასდათ:

„ჩვენი სკოლა უკვე რამდენიმე წელია, რაც ძალიან აქტიურად არის ჩართული „ეტალონში“. შარშან ჩვენმა სკოლის მოსწავლემ მესამე ადგილი დაიკავა, წელს უკვე გამარჯვებულნი ვართ. მარიკა არაჩვეულებრივი გოგონაა, ძალიან მონდომებული და მოწესრიგებული. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ეტალონის“ მთლიან შემოქმედებით გუნდს ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის.“

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „გარდაბნის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო

კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს

რა ვადა აქვთ მასწავლებელბს მოსწავლის შეფასების და დასწრების მონაცემის შესაცვლელად 

რა თანხის გადახდა მოუწევს სკოლას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები
 „კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“
 

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა

 „ბავშვებო თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“

სკოლაში დაბრუნებულ გოგონათა გუნდს საზეიმოდ დახვდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება