სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მოსწავლეებს ეროვნულ გამოცდებსა და პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირება ატესტატის გარეშე შეეძლებათ“
05-02-2019
-
+


„მოსწავლეებს ეროვნულ გამოცდებსა და პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირება ატესტატის გარეშე შეეძლებათ, დოკუმენტს კი სასწავლებელში მოგვიანებით, მისი აღების შემდეგ წარადგენენ“ – ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განუცხადა.

აბულაძის თქმით, აბიტურიენტებს დაბრკოლებები არ შეექმნებათ.

„გამომდინარე იქიდან, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მარტი-აპრილის განმავლობაში ხორციელდება, აბიტურიენტებს შეეძლებათ ჩვეულებრივად დარეგისტრირება, ხოლო ატესტატის წარდგენას ისინი უკვე მოგვიანებით მოახდენენ, მას შემდეგ რაც დოკუმენტს აიღებენ, ეს მათ ხელს არ შეუშლის“,- განმარტა მინისტრის მოადგილემ.

ირინა აბულაძის ინფორმაციით, საგნებში სემესტრული შეფასებები დაჯამდება და ატესტატის გაცემას წლიური შეფასების ჯამური ქულა განაპირობებს.

„სასწავლო წელი ჩვეულებრივად სრულდება, სკოლები თავადვე გააკეთებენ მოსწავლეების შეფასებას, როგორც აქამდე აკეთებენ. მათ აქვთ უფლება, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლისთვის დანიშნონ დამატებითი გამოცდებიც. შეფასება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი, როგორც ეს ეროვნულ სასწავლო გეგმაშია გაწერილი. სემესტრული შეფასებები ჯამდება და გამოდის უკვე წლიური შეფასების ჯამური ქულა.

ყველა პირი, რომელიც წელს ამთავრებს ან აქამდე დაამთავრა სკოლა და დადებითად იქნა შეფასებული სკოლის მიერ, ანუ მიიღო ყველ საგანში 5 ქულა და მეტი, შეძლებს მიიღოს ატესტატი. ეს ეხება ყველას, მათ შორის მათ, ვინც სკოლის გამოსაშვებ (ე.წ. CAT) გამოცდებში ერთ ან რამდენიმე საგანში ჩაიჭრა“, -განმარტა განათლების მინისტრის მოადგილემ.

ირინა აბულაძის თქმით, განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები საკანონმდებლო ინიციატივის სახეს მომავალ კვირას მიიღებს, რის შემდეგაც ის საკომიტეტო და პლენარულ სხდომაზე განიხილება.

ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ამოქმედდება ატესტატის გაცემის ახალი წესი, ვადები და საფასური კი მთავრობის დადგენილებით უკვე განსაზღვრულია.

მოსწავლეებს ატესტატების მიღება იუსტიციის ცენტრებში 10 დღის ვადაში, უფასოდ შეეძლებათ.

ასევე იხილეთ: როგორ შეძლებენ CAT-ის გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეები ატესტატის აღებას - განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება