სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

''ეტალონსა'' და საქართველოს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
15-02-2017
-
+


დღეს, 15 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული მედიაპროექტის, "ეტალონის" პრეზენტაცია გაიმართა.

სხდომაზე საქართველოს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტსა და მედიაპროექტ "ეტალონს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მხარეებმა: საქართველოს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილმა და მედიაპროექტ "ეტალონის" ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა. 

მემორანდუმი მიზნად ისახავს მოზარდთა განათლების, მრავალმხრივი განვითარებისა და ღირსეული ცხოვრებისათვის მომზადების ხელშეწყობას, რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ჩართულობის მხარდაჭერას. 

როგორც საქართველოს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა, "ეტანიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ურთიერთანამშრომლობის მეომრანდუმის გაფორმება ერთხმად იქნა მხარდაჭერილი კომისიის წევრების მიერ: 

"დღევანდელი სხდომის ერთ-ერთი სასიამოვნო საკითხი გახლდათ მედიაპროექტ "ეტალონთან" ურთიერთანამშრომლობის მეომრანდუმის გაფორმება, რომელიც ერთხმად იქნა მხარდაჭერილი კომისიის წევრების მიერ. ხელი მოვაწერეთ ერთ-ერთ ყველაზე ეროვნულ, მნიშვნელოვან პროექტს ქართულ მედიასივრცეში. "ეტალონი" ჩვენთვის, როგორც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება