სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტექნიკური ხარვეზის გამო მეორედ ჩატარდება
10-01-2019
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ხელმეორედ, მიმდინარე წლის 13 იანვარს ჩატარდება.

გადაწყვეტილების მიზეზი ტექნიკური ხარვეზის გამო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ტესტის არასწორი ვერსიის მიწოდება გახდა. შესაბამისად, 10 იანვარს ჩატარებულ ტესტირებაში მონაწილე პირთა ნაშრომები არ გასწორდება. დამატებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად და რომელ საათზე უნდა გამოცხადდნენ მეორე ტურის მონაწილეები,  სკოლის ადმინისტრაციისაგან შეიტყობენ.

„მიმდინარეობს მუშაობა მომავალში ასეთი ტიპის ხარვეზების თავიდან აცილებისა და შესაბამისი მექანიზმების შექმნისთვის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ბოდიშს იხდის შექმნილი ვითარების გამო და იღებს პასუხისმგებლობას, რომ მთლიანობაში პროცესს ზიანი არ მიადგება“,-ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ასევე: 

ინფორმაცია 2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის ჩატარების შესახებ

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება