სიახლეები
ეტალონი

''მარნეულის ეტალონი მოსწავლე'' აზერბაიჯანელი მონაწილე გახდა
13-02-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''მარნეულის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მარნეულის N8 სკოლაში ჩატარდა.

მარნეულის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.   

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი, რესურსცენტრის უფროსი ქანან ომაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი მარიამ ტყეშელაშვილი, მარნეულის მე-8 სკოლის დირექტორი ელმან ჯაფარლი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ. 

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.

''მარნეულის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს კასუმლოს სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ელმარ ბაკიროვი დაეუფლა.

ელმარ ბაკიროვის თქმით, გამარჯვება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა:

''გამარჯვებას ნამდვილად ველოდი. ღონისძიება ძალიან კარგად ორგანიზებული იყო. მომავალ ''ეტალონელებს'' ვურჩევ, რომ ყურადღებით მოისმინონ კითხვები და არ აჩქარდნენ. ''ეტალონი'' ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია მოსწავლეებისთვის, მათი წარმატებისთვის.''

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მადლობას უხდის ''ეტალონის'' შემოქმედებით ჯგუფს:

''ეტალონის'' ღონისძიებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მოსახლეობის მხრიდან ძალიან მაღალი ინტერესია ამ პროექტის მიმართ. ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს ბავშვებმა. ძალიან სწრაფები და ნიჭიერები აღმოჩნდნენ ჩვენი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები.  კმაყოფილები ვართ და მივესალმებით ''ეტალონს'' და ყოველთვის მზად ვართ, რომ ვუმასპინძლოთ. მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს  და პროექტის მთელ შემოქმედებით ჯგუფს.''

რესურსცენტრის უფროსი ქანან ომაროვის თქმით, ''ეტალონი'' ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია:

''ეტალონის'' ღონისძიება ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა. პროექტი ნამდვილად მნიშვნელოვანია მოსწავლეების განვითარებისთვის. მივესალმებით ჩვენი ახალგაზრდობის მონაწილეობას ამ საგანმანათლებლო პროექტში. სასიხარულოა, რომ პირველ სამ ადგილზე აზერბაიჯანელი ბავშვები გავიდნენ.''

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი მარიამ ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ პირველი სამი ადგილი აზერბაიჯანელმა ბავშვებმა დაიკავეს:

''ეტალონის'' ღონისძიებით ყველანი ძალიან კმაყოფილები ვართ. მოსწავლეთა ჩართულობა ძალიან მაღალი იყო, ფაქტობრივად ყველა სკოლა იყო წარმოდგენილი, სულ 83 ბავშვი მონაწილეობდა ინტელექტ-შეჯიბრში. შედეგებიც საკმაოდ კარგი იყო. გვიხარია, რომ პირველი სამი ადგილი აზერბაიჯანელმა ბავშვებმა დაიკავეს, შეიძლება ითქვას, რომ ქართული ენის ცოდნის დონე საკმაოდ წამოწეულია აზერბაიჯანელ ბავშვებში. მათი წარმატებები ძალიან გვახარებს.'' 

კასუმლოს სკოლის დირექტორის მამედ მირზაევის თქმით, ''ეტალონში" არაქართველი მოსწავლის გამარჯვება ხელს შეუწყობს არაქართველი ახალგაზრდების ინტეგრაციის პროცესს:

''ღონისძიება ძალიან საინტერესოდ ჩატარდა, კარგად იყო ორგანზებული. მონაწილეებიც კარგად იყვნენ მომზადებულები. მისასალმებელი ფაქტია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლების უმეტესობა იყო ჩართული. კასუმლოს სკოლის მაგალითზე ვიტყვი, რომ მარნეულში ჩატარებულმა ამ ტურმა არამხოლოდ მოსწავლეებზე, არამედ მასწავლებლებზეც დადებითი გავლენა მოახდინა. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ არაქართველი მოსწავლის გამარჯვება და ზოგადად პირველი სამი ადგილის მოპოვება, დადებითად იმოქმედებს რეგიონის ყველა არაქართულ სკოლაზე. ისინი დარწმუნდებიან, რომ შეუძლებელი არაფერია. ამასთან ერთად, სახელმწიფო ენისადმი ინტერესი უფრო ამაღლდება, რაც სამომავლოდ არაქართველი ახალგაზრდების ინტეგრაციის პროცესს დიდად შეუწყობს ხელს. "ეტალონი" ის პროექტია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება და ემსახურება მიზანს, რომლის წარმატებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი.  დღეს ის დროა, როცა ტექნოლოგიები ძალიან განვითარებულია და ეს რიგ შემთხვევაში მოსწავლეებს ხელს უშლის გაკვეთილებზე ყურადღების გადატანაში. ასეთი დონის პროექტების განხორციელებით, მოსწავლეებში სწავლისადმი ინტერესი ამაღლდება. ბოლოს კი, კასუმლოს სკოლის ყველა პედაგოგისა და მოსწავლის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო ''ეტალონის'' შესანიშნავ გუნდს და პირადად დამფუძნებელს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ასეთი დონის პროექტის განხორციელებისათვის.''

''მარნეულის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ელმარ ბაკიროვი გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.  

''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს".

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.    



კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი თუ მოსწავლის გაკვეთილზე არ მიდის ან საპატიო მიზეზის გარეშე აგვიანებს

იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის 

როგორი ამინდი იქნება 24-26 იანვარს - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

3960-ლარიან ვაკანსიაზე მანდატურის სამსახურმა კონკურსი გამოაცხადა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი წუთები და ემოციები გაუზიარეს

„ტკბილეულის აქცია“ სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული ღონისძიებაა

„ეს მეჯლისი ბავშვებისა და მაყურებლის მეხსიერებაში დარჩება, როგორც ახდენილი ზღაპარი“

„ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ ბევრ წინსვლასა და გამარჯვებას!“

 

საინტერესო

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება