| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ვირუსების გავრცელებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
კითხვაზე რამდენად შეიძლება გრიპის ვირუსის გამო, სკოლებსა და ბაღებში სწავლის დაწყება გადაიდოს, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე არის დამოკიდებული, ჯერჯერობით კი ავადობის შემცირების ტენდენცია არსებობს.
„ესაა ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოთხოვნა ხოლმე, რომ დაიხუროს სკოლები და ბაღები. არსებობს ბევრი დასავლური ქვეყნის გამოცდილება... სკოლა და ბაღი რომ დაიხურება და ბავშვები, რომლებიც სკოლასა და ბაღში არ ივლიან, შუშის კოლბებში იქნებიან ცალკე, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ ერთმანეთთან კონტაქტი?! სკოლის და ბაღის გარეშე ადამიანები ავად არ ხდებიან?!
ჩვენი რეკომენდაცია იქნება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ახლა 256 არის 100 000 მოსახლეზე. ჯერჯერობით, ავადობის შემცირების ტენდენცია არსებობს. დავაკვირდებით ტენდენციას ამ კვირის განმავლობაში და შემდგომ იქნება განათლების სისტემისადმი რეკომენდაცია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, H1N1-ით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 10 შემთხვევაა დაფიქსირებული.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას