სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

პარლამენტში „ეტალონის“ პროექტების წლის შემაჯამებელი და დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაცია გაიმართა
27-12-2018
-
+


თბილისში, პარლამენტის რუსთაველის დარბაზში საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონისა“ და მისი პროექტების - ინტელექტ-ჩემპიონატის და izrune.ge-ს საქმიანობის მიმდინარე წლის შემაჯამებელი და ახალი წლისთვის დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ორგანიზებით გაიმართა, ღონისძიებას მაჟორიტარი დეპუტატები: გურამ მაჭარაშვილი, გენადი მარგველაშვილი, გიორგი კოპაძე, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და საქართველოს გამორჩეული სკოლების დირექტორები დაესწრნენ.

გენადი მარგველაშვილი: „დიდ მადლობას ვუხდი გოჩა ტყეშელაშვილს იმ აუდიტორიის შეკრებისთვის, რომელსაც დღეს აქ ვხედავთ. მხარდაჭერა მინდა გამოგიცხადოთ. წარმატებულ ბავშვს, მშობელს, მასწავლებელს წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩამოვართვათ ხელი და დავუფასოთ შრომა. მე ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები, განათლების კომიტეტის ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ ქალბატონი მარიამ ჯაში ამაზე უფრო დეტალურად ისაუბრებს“.

მარიამ ჯაში: „ძალიან მიხარია, რომ პარლამენტში მობრძანდით. მიხარია ჩვენი ყველა შეხვედრა, პედაგოგებთან, დირექტორებთან, რესურსცენტრების წარმომადგენელბთან. ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა არაჩვეულებრივად თქვა, ყველაზე დიდი ვარსკვლავები ბრძანდებით თქვენ, რადგან თითოეული წარმატებული ბავშვის უკან დგას მასწავლებელი. მიხარია, რომ  ქვეყანაში ჩნდება ინიციატივები, რომელიც უფრო მეტად აფასებს პედაგოგის პროფესიას. სახელმწიფო თავის მხრივ, ზრუნავს რომ გაიზარდოს პედაგოგის ფინანსური და პროფესიული მოტივაცია. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ბავშვის სასწავლო პროცესში მშობლის ჩართულობა. ჩემთვის, როგორც კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მოგვცემს საშუალებას ოჯახის ჩართულობა და პედაგოგისა და მშობლის ურთიერთობა ბავშვის მხარდასაჭერად, გაძლიერდეს, იქნება მისასალმებელი. ჩემთვის ამ პროექტს, IZRUNE.GE -ს ყველაზე დიდი ხიბლი აქვს ის, რომ ხდება სამკუთხედის შეკვრა, ბავშვის, ოჯახისა და სკოლის სახით. ძალიან სწორი მოტივაციით, გვაქვს საშუალება, რომ ქვეყნის მასშტაბით ყოველთვიურად გამოვლინდნენ არაჩვეულებრივი ბავშვები და პედაგოგები და მოხდეს იმ ღვაწლის დაფასება, რომელსაც პედაგოგები ნერგავთ აკადემიურ პროცესში. ეს არის ერთ-ერთი საინტერესო, ინოვაციური მიდგომა, რომელიც აუცილებლად იქნება ხელშეწყობილი. განათლების სამინისტროს პოზიციაც ასეთია. მსგავს პროექტებთან თანამშრომლობა აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს არ აქვს ფორმალური პოზიცია განათლების სამინისტროში, ის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი ამ ცვლილებების.

მე იმედი მაქვს, რომ არა მხოლოდ საქართველოში გახდება წარმატებული IZRUNE.GE  არამედ სხვა ქვეყნებშიც მოვახდენთ ინტეგრაციას. ასევე ძალიან მაინტერესებს თქვენი გამოხმაურება და მიგულეთ თქვენს გვერდით, ჩემს კოლეგებთან ერთად“.

ღონისძიების დასრულების შემდეგ დეპუტატებმა შეხვედრა შეაფასეს და მთელ საქართველოს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი  გიორგი კოპაძე: 

– „ეტალონი“ და მისი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან გვჭირდება განათლებული ახალგაზრდობა. „ეტალონს“ მოაქვს არა მხოლოდ განათლება, არამედ ის ფასეულობები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერისთვის და მე ყოველთვის ამ პროექტის მხარდამჭერი ვარ და ვიქნები“

დამდეგ 2019 წელს ვულოცავ „ეტალონს“, განსაკუთრებით ბატონ გოჩას და მის გუნდს. მინდა წარმატებები გისურვოთ ყველა იმ საქმეში, რასაც აკეთებთ. მე, როგორც პარლამენტის წევრი, ყოველთვის ვარ „ეტალონის“ გვერდით და ვიქნები კიდეც, რადგან ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი:

– მისასალმებელი პროექტი, რომელიც განათლების მიმართულებით არაფორმალურ განათლებას შეუწყობს ხელს, სადაც ბავშვების ქმედითი აზროვნება იქნება გამოყოფილი და ისინი დამოუკიდებლად ისწავლიან ფეხზე დადგომას. განსაკუთრებით მივესალმები ქარიზმატულ, ყველგან ტევად და საქართველოს ყველა რეგიონში შესულ პროექტს - „ეტალონს“.  

2019 წელს სრულიად საქართველოს, ჩემს სამაჟორიტარო ოლქს ქუთაისს, ჩვენს პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს, ხელოვნებისა და სპორტის მუშაკებს, რომლებმაც წელს უამრავი სასიხარულო გამარჯვება მოგვიპოვეს, ვუსურვებ უფრო დიდ წარმატებებს. 2019 წელი ბედნიერი, სიხარულის მომტანი, სიყვარულით სავსე და ჯანმრთელი წელიწადი ყოფილიყოს.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში:

- მინდა ყველას მივულოცო დამდეგი ახალი წელი და შობის დღესასწაული. განსაკუთრებით მინდა მივულოცო და წარმატება ვუსურვო თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგს და განათლების სისტემაში ჩართულ ადამიანებს რადგან, თითოეული პედაგოგის წარმატება ჩვენი მომავლის წარმატებაა. ვფიქრობ, განათლება არის ის ქვაკუთხედი, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის წინსვლა და გამორჩეული მიღწევები.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია: 

– მინდა მივულოცო „ეტალონს“, მის ახალ პროექტს - იზრუნე.გე -ს და თითეულ იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროექტში. ასევე შობა ახალი წელი მინდა მივულოცო  სრულიად საქართველოს და ვუსურვო წარმატებები და გამარჯვებები. ახალი წელი ყოველთვის არის ახალი იმედებისა და გეგმების განხორციელების წელიწადი, ამიტომ ვიყოთ იმედითა და რწმენით აღვსილები.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი, ბაღდათ–ხარაგაულის მაჟორიტარი  დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი:

– 2019 წელს მივულოცავ „ეტალონის“ შემოქმედებით გუნდს, მის დამფუძნებელს გოჩა ტყეშელაშვილს და ეტალონის ყველა მოყვარულს და ვუსურვებ მათ წარმატებას. მე, როგორც პარლამენტის წევრი, მზად ვარ მხარი დავუჭირო ამ პროექტების განხორციელებას, რადგანაც ეს არის სიკეთის მომტანი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის.

ღონისძიების ფოტოები იხილეთ სრულად

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

 შეფასების ახალი მექანიზმი შემუშავდება - მინისტრის ბრძანება სკოლებს ეხება

იცოდით რომ  ჯავშანჟილეტი ქალმა გამოიგონა? - ბევრი ნივთი, რომელსაც ყოველდღე იყენებ, სწორედ ქალების გამოგონილია

ორი სასწავლო გეგმა იმოქმედებს - რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეხება ცვლილება

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო 10 სკოლის შესახებ იმსჯელებს - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

ბავშვებმა, პედაგოგ ნარინე აროიანის ხელმძღვანელობით, ვიდეორგოლი ჩაწერეს და ყველაზე ძვირფას ქალბატონებს სიყვარული და პატივისცემა ორიგინალურად დაუდასტურეს

საღამოს დაწყებამდე სკოლის დირექტორმა, ბაქარ ერაგიამ, მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებული ოქროს მედალოსნები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება