სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორი სათამაშოებით არ შეიძლება 2019 წლისთვის ნაძვის ხის მორთვა - ბიოენერგეტიკოსის რჩევები
19-12-2018
-
+


საახალწლო ნაძვის ხის დახმარებით შეგიძლიათ სახლში საზეიმო ატმოსფერო შექმნათ, ნაძვის ხის სათამაშოები კი ბედნიერებისა და იღბლის მოზიდვაში დაგეხმარებათ. 

მანამდე სანამ ნაძვის ხეს მორთავთ გირჩევთ ბიოენერგეტიკის დარგის სპეციალისტების რჩევები გაითვალისწინოთ.

როგორი სათამაშოები უნდა დავკიდოთ ნაძვის ხეზე 2019 წელს

2019 წელს ძაღლი მართვის სადავეებს ყვითელ ღორს გადასცემს. ამიტომ ნაძვის ხის მოსართავები ღორის სურვილებს უნდა შეესატყვისებოდეს. ამ შემთხვევაში თქვენი საახალწლო ნაძვის ხე იღბლისა და კეთილდღეობის მაგნიტად იქცევა.

ყვითელი - 2019 წლის მფარველის საყვარელი ფერია. იმისთვის რომ მთელი წლის მანძილზე თქვენ და თქვენს ახლობლებს თან სდევდეს იღბალი, სასურველია, თუ ნაძვის ხეს ყვითელი, მწვანე, ოქროსფერი ან ნარინჯისფერი სათამაშოებით მორთავთ. ასეთი მოსართავები ძლიერ დადებით ენერგეტიკას ატარებენ.


თუ გასულ წელს თქვენი ახლობლები ხშირად კამათობდნენ, მაშინ ოჯახში ურთიერთობების მოგვარება შესაძლებელია ვერცხლისფერი სათამაშოების დახმარებით. ეს მოსართავები დაგეხმარებათ სახლი ნეგატივისგან გაწმინდოთ და სახლში ჰარმონია აღადგინოთ.

2019 წელს მფარველ სტიქიად მიწა რჩება. ამიტომ, ნაძვის ხის მორთვის დროს, შესაძლებელია ბუნების ფერების გამოყენება. მწვანე, ყავისფერი და კრემისფერი მოსართავების კომბინაცია ნაძვის ხის ენერგეტიკას გააძლიერებს და ბედნიერებასა და კეთილდღეობას მოიზიდავთ.


ძნელი წარმოსადგენია საახალწლო ნაძვის ხე, ბრჭყვიალა ბურთებისა და გირლიანდების გარეშე. 2019 წელს ეს ელემენტები ნაძვის ხეს არა მხოლოდ საზეიმო იერს მიანიჭებენ, არამედ წარმატების მოზიდვაშიც დაგეხმარებათ.

როგორი სათამაშოებით არ შეიძლება 2019 წელს ნაძვის ხის მორთვა

ბიოენერგეტიკის დარგის სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ნაძვის ხის სათამაშოები ყურადღებით უნდა შევარჩიოთ, იმისთვის, რომ დამდეგ ახალ წელს თავიდან უსიამოვნებები ავიცილოთ. ამიტომ უმჯობესია თუ ზოგიერთ საახალწლო მოსართავზე უარს ვიტყვით.

არავითარ შემთხვევაში არ დაკიდოთ ნაძვის ხეზე გატეხილი სათამაშოები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სათამაშოზე ნაკლებად შესამჩნევი ბზარი გაჩნდა. გაფუჭებული და გატეხილი ნივთები ნეგატივს ატარებენ, რაც ნიშნავს, რომ ასეთი სათამაშო პრობლემებსა და უიღბლობას იზიდავს. არ ღირს დაზიანებული მოსართავების დაწებება, ასეთ შემთხვევაში სათამაშო საწყის იერსახეს დაიბრუნებს, მისი ენერგეტიკის აღდგენა კი არ მოხერხდება.


ახალი წელი - ნათელი დღესასწაულია, შესაბამისად ნაძვის ხე უნდა იყოს ფერადოვანი, მუქ ფერებს კი მოერიდეთ. აკრძალულია ნებისმიერი შავი სათამაშო. ამ ფერის მძიმე ენერგეტიკა უარყოფითად აისახება ნაძვის ხეზე და იღბლის ნაცვლად სადღესასწაულო ხე ნეგატივს მოიზიდავს.  

2019 წელს რეკომენდირებული არ არის ნაძვის ხეზე ცხოველის ფორმის სათამაშოების დაკიდება გარდა ღორისა. ზოგიერთი ცხოველი შესაძლოა მისი მტერი აღმოჩნდეს, შესაბამისად მათ გვერდით, ღორი არაკომფორტულად იქნება.


არ ღირს ნაძვის ხის მორთვა ერთფეროვანი სათამაშოებით. მიუხედავად იმისა, რომ მათ ზიანი არ მოაქვთ, უბრალოდ ისინი ძალიან სუსტ ენერგეტიკას ატარებენ, განსხვავებით ბრჭყვიალა სათამაშოებისგან, რომლებიც დადებით ენერგიას იზიდავენ და სახლში კარგ ატმოსფეროს ქმნიან.



კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თანხის გადახდის ბოლო ვადა აპლიკანტებს დღეს, 5 ივნისის 18:00 საათამდე აქვთ - დეტალური ინფორმაცია

სკოლეში გამოცდები 24 ივნისამდე ჩატარდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა

ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა

სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს პედაგოგების პროფესიულ ზრდას და  მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება