სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ დავაღწიოთ თავი გრინჩობას - რჩევები
19-12-2018
-
+


კი, ყველამ ვიცით, რომ ახალი წელი საოცარი დღესასწაულია, რომელსაც უჟმური დღეები და უხასიათობა არ უხდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველ წელს მაინც გამოჩნდებიან ხოლმე გრინჩისებრი ადამიანები, რომლებიც ამ დღესასწაულის ჩაშხამებას ცდილობენ. 

სანამ ისინი ჩვენზე ანუ გვერდით მყოფებზე გადმოვლენ, თავიანთი დღეების გაუფერულებას ცდილობენ და „მძულს, მძულს, მძულს, ყველაფერი მძულს“ დევიზით საზეიმო განწყობას აფუჭებენ. გამორიცხული არაა, რომ მათმა უხასიათობამ ჩვენც გაგვიფუჭოს ახალი წლის ის რამდენიმე დღე, როდესაც მთელი ძალით ვცდილობთ არაფერ ცუდზე არ ვიფიქროთ და უარესი - თავადაც გავხდეთ გრინჩები, ქართველი გრინჩები და ასე შევქმნათ ჯაჭვი, რომელიც საქართველოშიც მოიპარავს ჯერ ახალ წელს და მერე შობას. 

„არა, მე ნაძვის ხის დადგმას არ ვაპირებ, მეზარება“, „რა დროს სეკრეტ-სანტაა, არ მინდა საჩუქრების შერჩევა“, „ეს რანაირი განათებებია, თვალები ვერ გამიხელია ნორმალურად“, „ახალ წელს დავიძინებ, ისედაც ორი დღე ვისვენებ“ - აი, სწორედ ასეთი ფრაზები ახასიათებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც მშვენიერი ზედმეტსახელი - „გრინჩი“ შევარქვით. სანამ უშუალოდ რჩევებზე და გრინჩობისგან თავის დაღწევის ხერხებზე გადავალთ, გავიხსენოთ თუ ვინაა და საიდან მოვიდა ეს პერსონაჟი ჩვენს ცხოვრებაში.

ანიმაციის მწვანე არსებამ, გრინჩმა ახალი წელი პირველად 1966 წელს მოიპარა. შემდეგ ის ეკრანებზე 2000 წელს გამოჩნდა, ჯიმ ქერის შესანიშნავი და დაუვიწყარი კინოროლით. საბედნიეროდ, მას წელსაც ვიხილავთ, ბენედიქტ ქამბერბეჩის ხმითა და თანამედროვე ვიზუალიზაციით. 

ხომ ყველანი ვთანხმდებით, რომ გრინჩი შეუდარებელი და განსაკუთრებული პერსონაჟია? - სწორედ ამიტომ გავიხსენოთ და გავითვალისწინოთ მისი გამოცდილება და დავტკბეთ ამ დღესასწაულით (რომელიც მართალია ყოველ წელს მოდის, მაგრამ ხომ მაინც საუკეთესოა). 

და როგორ დავაღწიოთ თავი გრინჩობას? 

1. პირველ რიგში, გავერიდოთ სოციალურ ქსელებს, რადგან იქ იმდენი ინფორმაციის მიცვლა-მოცვლა ხდება, რომ სადმე უეჭველად წავაწყდებით ისეთ ფაქტს, ამბავს, ისტორიას ან ფოტოს, რომელიც გრინჩობისკენ აუცილებლად გვიბიძგებს. 



2. ბევრი ვისეირნოთ იმ ადგილებში, სადაც საახალწლო განათებები ყველაზე კაშკაშად ანათებს და ყველაზე საზეიმო განწყობა იგრძნობა. თუ სიცივე არ გვსიამოვნებს, ქალაქის საცობებისგან დაცლის შემდეგ, შეიძლება მეგობრის მანქანითაც გავლა და ღამის თბილისის დათვალიერება, რომელიც წელს მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება. 



3. საახალწლოდ მორთული მაღაზიებისა და საახალწლო ნივთების თვალიერებას ტყუილად ნუ მოვინდომებთ, რადგან ზოგიერთ სათამაშოს და მოსართავს ისეთი ფასი ადევს, გრინჩობა სანატრელი გაგვიხდება. ამიტომ, ყველაზე მარტივია საკუთარი ხელით შევქმნათ ნაძვის ხე, წვიმები, სათამაშოები და ასე მოვრთოთ სახლი.  



4. სახლის მორთვის ან სეირნობის დროს კი არ დაგვავიწყდეს საახალწლო სიმღერების მოსმენა. შეიძლება გვგონია, რომ საახალწლო მელოდიების უმეტესობა ჩვენთვის ძალიან ნაცნობი და მოსაბეზრებელია, მაგრამ ეგ მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ საოცარი სამყაროსი, რომელიც წლების მანძილზე იქმნებოდა სპეციალურად შობა-ახალი წლისთვის. თუ ეგ მელოდიებიც კი ნაცნობია, მაშინ საახალწლო ფილმების საუნდტრეკები ჩავრთოთ. თუნდაც, აი ეს: 



5. საშობაო-საახალწლო სიმღერების შემდეგ აუცილებლად უნდა ვუყუროთ ფილმებს. შეგვიძლია სულაც „როგორ მოიპარა გრინჩმა შობითაც“ კი დავიწყოთ. თუ არადა, ქართული და უცხოური ფილმების ისედაც დიდი არჩევანი გვაქვს.   



6. ფილმებს, სიმღერებს და მორთულ სახლს სრულყოფილებისთვის საახალწლო სუფრა აკლია. ალბათ ვერ წარმოგვიდგენია ადამიანი, რომელიც ქართული სამზარეულოს დანახვისას ისევ გრინჩობაზე იფიქრებს. საცივი, გოჭი, ქათამი, ინდაური, გოზინაყი, ჩურჩხელა, ტყლაპი, მანდარინები, ფორთოხალი და ოლივიე (ვინეგრედი) - და ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენთან ხომ ახალი წელი თვეები გრძელდება. 



7. და თოვლი? ფიფქები? შვებულება და არდადეგები? მართლაც, რომ შესანიშნავი იქნება, თუ თავისუფალი დღეების დაგეგმვას მეწყვილესთან ან ოჯახთან ან თუნდაც, მარტო დავიწყებთ და მზიანი, თოვლიანი გორაკების ხილვით გადავაგორებთ გრინჩობისადმი მიდრეკილებას. 



თუ ამ რჩევების შემდეგაც ვერ დავაღწიეთ თავი გრინჩობას, მაშინ სასწრაფოდ გვაქვს რამე სხვა მოსაფიქრებელი, რათა ყველაზე ჯადოსნური, საოცარი, განსაკუთრებული და შთამბეჭდავი დღე არ შე-მოგვეპაროს. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

„გისურვებთ, რომ თქვენი მოთმინება და სიყვარული ყოველთვის გიბრუნდებოდეთ უდიდესი წარმატებითა და ბედნიერებით“

სპორტის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა 5 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო  შეეფარდა - პროკურატურა საქმის დეტალებზე საუბრობს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება