სიახლეები
ეტალონი

„წარმატების მისაღწევად ყველა რესურსი სწორად უნდა გამოიყენო“- „ხონის ეტალონი მოსწავლის“ ვინაობა ცნობილია
13-12-2018
-
+


„ეტალონის“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ხონის მუნიციპალიტეტმა ხონის კულტურის ცენტრში უმასპინძლა, სადაც „ხონის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე, მერის მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი მანანა გოფოძე, რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ქობალია, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ვალერი ბახტაძის თქმით, „ეტალონმა" შეძლო გამხდარიყო საქართველოს ყველა ოჯახისთვის საყვარელი პროექტი:

„ეს არის ძალიან მაგარი პროექტი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი მომავალი. ის ახერხებს და აღებს საქართველოს ყველა ოჯახის კარს იმისთვის, რომ გამოავლინოს ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლის საწინდარი. „ეტალონმა“ შეძლო ამ დიდი საქმით გამხდარი ყველა ოჯახისთვის ძალიან საყვარელი პროექტი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო „ეტალონის“ ორგანიზატორებს, ბატონ გოჩასა და მთლიან შემოქმედებით გუნდს“.

ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გერასიმე მჟავანაძემ აღნიშნა, რომ ჩემპიონატი დიდი პოპულარობით სარგებლობს მუნიციპალიტეტის მასშტაბით და მას მოსწავლეები წლიდან წლამდე ელოდებიან:

„ეტალონი“ ხელს უწყობს მოზარდების განვითარებას. ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლები ყოველწლიურად ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი. ეს არის პროექტი, რომელიც საგრძნობლად ზრდის ბავშვების მოტივაციას და უჩენს ამბიციას იყვნენ წარმატებულები. „ხონის ეტალონ მოსწავლეს“, რომელიც მართლა ძალიან კარგი ბიჭია, მივულოცავ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ ჩემპიონატის ფინალზეც“.

ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ხათუნა ქობალიამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლების ჩართულობაზე ისაუბრა და გამოთქვა იმედი, რომ ჩემპიონატის ფინალზე „ხონის ეტალონი მოსწავლე“ საქართველოს ეტალონი მოსწავლის სტატუსს მოიპოვებს:

„მე რომ საერთოდ არაფერი ვთქვა, დღევანდელი ღონისძიება უკვე მოწმობდა იმას, რომ ეს პროექტი ჩვენს მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით უყვართ. პირველ ტურში 500- მდე მონაწილე იყო, მათგან 68 აღმოჩნდა ის რაოდენობა, რომელმაც შეძლო მოეპოვებინა ჩემპიონატის მეორე ტურში ასპარეზობის უფლება. მახარებს ის ფაქტი, რომ „ეტალონი“, რომელიც არის ჩვენი მოსწავლეებისთვის უსაყვარლესი პროექტი, ძალიან ზრდის ინტერესს სწავლის მიმართ. მივულოცავ ჩვენს ეტალონ მოსწავლეს წარმატებას და ვუსურვებ „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ სტატუსის მოპოვებას“.

ხონის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა, მანანა გოფოძემ აღნიშნა, რომ „ეტალონი“ არა მხოლოდ მოსწავლეების წარმოჩენას ემსახურება, არამედ ის ხაზს უსვამს მასწავლებლის ღვაწლს. მან პირველი სამი საპრიზო ადგილის მფლობელს ილია ჭავჭავაძის წიგნები გადასცა და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა:

„ეტალონი“ არის ის იშვიათი პროექტი, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ მოსწავლეების წახალისებასა და წარმოჩენას, არამედ აქ ძალიან კარგად ხდება პედაგოგების ღვაწლის ხაზგასმა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ეტალონს“ ასეთი ლამაზი საღამოსთვის და წარმატებები ვუსურვო ჩვენს მოსწავლეებს. პირველ სამ ადგილზე გასულ ახალგაზრდას სიმბოლური საჩუქრები, ილია ჭავჭავაძის წიგნები გადავეცით. ვისურვებდი, საქართველოს თითოეულ მოსწავლეს გაეკეთებინოს ილიას საქმის ნახევარი მაინც“.

ხონის N3 საჯარო სკოლის დირექტორმა, ვერიკო ბენიძემ გამარჯვებული რამდენიმე სიტყვით დაახასიათა და ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის მას მადლობა გადაუხადა:

„დღეს უბედნიერესი ვარ და მინდა ამ სიხარულისთვის მადლობა გადავუხადო მიხეილს, რომელიც არის უნიჭიერესი ბიჭი. ის სკოლის მხიარულთა და საზრიანთა გუნდის კაპიტანია, სადაც ჩვენი სკოლა ზედიზედ მესამე წელია ჩემპიონია. მიხარია, რომ წელს მიხეილის წყალობით, სკოლამ „ეტალონშიც“ გაიმარჯვა. ვულოცავ მას, მის კლასს და მთელ სკოლას ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ ყველა მოსწავლეს, რომლებიც ცდილობენ სწავლით დაიმკვიდრონ თავი. უღრმესი მადლობა ბატონ გოჩას ამ არაჩვეულებრივი იდეისთვის, „ეტალონისთვის“, რომელსაც არა მხოლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეები, არამედ მუნიციპალიტეტის თითოეული ახალგაზრდა ყოველთვის დიდი სიხარულით ელოდება“.

„ხონის ეტალონი მოსწავლის" სტატუსი ხონის N3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ, მიხეილ ფურელიანმა მოიპოვა. რომელმაც Etaloni.ge-ს საკუთარი ემოციები გაუზიარა:

„მინდა გითხრათ, რომ ეს არის საოცარი გრძნობა, რომლის სიტყვებით გადმოცემაც ძალიან რთულია. დათვლილი მქონდა ქულები და ვიცოდი, რომ ათეულში აუცილებლად მოვხვდებოდი, მაგრამ სამეულში მოხვედრას და მითუმეტეს გამარჯვებულის სტატუსის მოპოვებას მართლა არ ველოდი. წელს მეორედ მივიღე მონაწილეობა და ნამდვილად გამიმართლა, ღვთის წყალობით. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა „ეტალონს“ და ყველა მონაწილეს ვუსურვო წარმატება. ვურჩევ მათ, ძალიან ბევრი ინფორმაცია მიიღონ წიგნებიდან, ინტერნეტიდან. ყველა რესურსი სწორად უნდა გამოიყენონ და ალბათ, ამ შემთხვევაში მიაღწევენ წარმატებას“.

შეგახსენებთ, „ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება