სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ქართული ფილმები ახალ წელზე - ის, რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს
28-12-2018
-
+


საახალწლო სუფრისა და სადღეგრძელოების შემდეგ განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალება კარგი ფილმები და სასიამოვნო ატმოსფეროა. მსოფლიო კინოსტუდიები საშობაო და საახალწლო ფილმებით ყოველ წელს გვანებივრებენ და შეიძლება ითქვას, რომ ამ ჟანრის ფილმის პოვნა სულაც არაა რთული. 

და ამ დროს რა ხდება ქართული ფილმების სამყაროში? მაშინ როცა გრინჩი იპარავს შობას ან კევინი რჩება სახლში მარტო, ქართულ არხებზე მივიწყებული ფილმების დრო დგება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სულაც არ ასოცირდება ახალ წელთან. 

Etaloni.ge შეეცადა იმ ქართული ფილმებისა და ანიმაციებისთვის მოეყარა თავი, რომლებიც უშუალოდ ახალ წელს, შობას და ამ ჯადოსნურ პერიოდს უკავშირდება. 

1. რა თქმა უნდა, ქართულ საახალწლო ფილმებზე საუბრისას პირველი რაც გაგვახსენდება, ლეგენდარული „კუჩხი ბედინერია“. 40 წლის წინ გადაღებული იუმორით სავსე ფილმი, რომელიც დღესაც არ კარგავს სიცოცხლეს, რეჟისორმა გურამ პატარაიამ ოპერატორ ირაკლი ონოფრიშვილთან ერთად გადაიღო. გადაღება ეთნოგრაფიულ მუზეუმში მიმდინარეობდა, რაღაც ნაწილი კი მანგლისში გადაიღეს. ფილმი თავდაპირველად სრულმეტრაჟიანი იყო, თუმცა მოსკოვის ბრძანებით ის შეამოკლეს და მოკლემეტრაჟიანად გადაკეთდა. „კუჩხი ბედინერი“ ეკრანებზე 1978 წელს გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, „კუჩხი ბედინერის“ გარეშე ქართული ახალი წელი წარმოუდგენელია. 

2. მეორე ქართული ფილმი, რომელიც ზუსტად შეესაბამება ახალი წლის თემატიკას რეზო ესაძის „ნეილონის ნაძვის ხეა“. ფილმის სცენარზე რეჟისორმა ამირან დოლიძესთან ერთად იმუშავა. სცენარს საქართველოში ბევრი პრობლემა არ შეჰქმნია, სამხატვრო საბჭომ დაამტკიცა, მაგრამ მოსკოვი მას კარგად მაინც არ შეხვდა. თუმცა, რეზო ჩხეიძემ, რომელიც მაშინ კინოსტუდიას ხელმძღვანელობდა, როგორღაც შეძლო და სცენარი მოსკოვსაც მიაღებინა. ფილმის სიუჟეტი ავტობუსის სადგურზე ვითარდება, მაშინ როცა, ახალი წლის დადგომამდე საათებია დარჩენილი და მგზავრების ერთადერთი საზრუნავი სახლამდე მიღწევაა. 

3. სად შეიძლება ახალ წელს ელა ფიცჯერალდისა და ლუი არმსტრონგის ნახვა? - გაგიკვირდებათ და კოჯორში. „კოჯრის ტყის სიზმრები“რეზო გაბრიაძისა და გიორგი თოფურიას ანიმაციური ფილმია, რომელიც კოჯრის ტყეში ახალი წლის შესახვედრად შეკრებილი მუსიკოსი თოჯინებისა და სიყვარულის კომიკურ-გროტესკული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. ანიმაცია ძირითადად  ქალაქურ ფოლკლორზე აგებული ჯაზური ვარიაციების შედგება, რომლებსაც მომღერალ თოჯინებთან ერთად თბილისელი ხეჩოც ასრულებს. 

XXI საუკუნეში ქართული საახალწლო ფილმების კოლექციას კიდევ რამდენიმე ფილმი მიემატა („ოცნების ქალაქი“, „ცელქი ბავშვები“, „ის, რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“), თუმცა ბოლო წლებში ამ თემატიკაზე ახალი არაფერი შექმნილა. 

მსოფლიო და ქართული საშობაო სრული კოლექციის ნახვა კი შეგიძლიათ აქ, თუ ჯერ კიდევ ვერ შეგირჩევიათ ფილმი საახალწლო განწყობის შესაქმნელად. 

კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

ვაკანტური ადგილები მთელი საქართველოს მასშტაბით არის გამოცხადებული

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„სამინისტრომ 1130 სასამართლო დავა წააგო და დარჩენილი 130-იც წაგების პროცესშია“... - მინისტრის მოადგილე კანონში ცვლილების აუცილებლობაზე

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე

„როცა ბავშვები დედამიწას იცავენ“ - ქუთაისის N20 სკოლის შთამაგონებელი ეკო-დღე მოეწყო

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეების შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„ჟვანიას სკოლის როლი“ - ეშტიის მეორე საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, სკოლას საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ
 
საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება