სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„​კასრისწყალის ​სკოლისა და ბაღის შენობები დარბეულია - სკოლის ეზოდან ზამთრისთვის მომარაგებული შეშაა მოპარული“ 
12-11-2018
-
+


კახეთში კასრისწყალის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღის ინვენტარი თითქმის სრულიად განადგურებულია. როგორც სკოლის დირექტორი გიორგი ბუღრიძე Etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, პირი, რომელმაც აღნიშნული დაწესებულებები დაარბია, დაკავებულია.

მისივე თქმით, სკოლას უდიდესი ზარალი აქვს მიყენებული - დამტვრეულია ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები, დაზიანებულია წყლის დისპანსერი და სკოლის კარები, ასევე, სკოლიდან წაღებულია ზამთრისთვის მომარაგებული შეშა. 

„დარბეულია, როგორც ბაღის ისე სკოლის ინვენტარი. დამტვრეულია სკოლის კარადები, გადმოყრილია არქივის მასალები, დაზიანებულია წყლის დისპანსერი, რომლის საშუალებითაც ბავშვები სასმელი წყლით მარაგდებოდნენ, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიის ოთახი მთლიანად დამტვრეულია, დაწყვეტილია ელექტრო ენერგიის კაბელები. რაც შეეხება ბაღს, განადგურებულია ყველაფერი - ჯგუფი, სადაც ბავშვები თამაშობდნენ, მეცადინეობდნენ, სამზარეულო... დალეწილია სკოლისა და ბაღების შენობის შიდა კარებიც. წაღებით მხოლოდ სკოლისთვის განკუთვნილი შეშაა მოპარული, რომელიც დაჭრილი იყო“,- განაცხადა სკოლის დირექტორმა.

მისივე თქმით, აღნიშნული დანაშაული ერთმა პირმა განახორციელა, თუმცა ინიციატორი და წამქეზებელი სხვა პირი იყო.

„დამნაშავე დაკავებულია, სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული სათვალთვალო კამერების დახმარებით. გამოძიებამ ამოიღო ჩანაწერი, კადრებში ჩანდა ეს პიროვნება და ამოცნობაც ამ კამერების საშუალებით გახდა შესაძლებელი. თუმცა, რთულია იმის თქმა, რომ ამ პიროვნებას სკოლასთან რაიმე პირდაპირი შეხება ჰქონოდა. არსებობს ინფორმაცია, რომ ეს პიროვნება იყო წაქეზებული მსგავსი საქციელის ჩასადენად. ამასთან ის ნასვამი იყო. ვისთან ერთადაც მან დალია, მათგან ერთ-ერთის წაქეზებით არის გაკეთებული ეს ყველაფერი, რომ მას გაენადგურებინა სკოლისა და ბაღის ინვენტარი. 

ეს ინფორმაცია სამართალდამცავებისთვისაც მაქვს მიწოდებული და ახლა მან უნდა აღიაროს უბრალოდ ეს ყველაფერი თუ ვინ იყო ამ საქმის უკან, თორემ მოტივს ან რაიმე აგრესიას სკოლის მიმართ უშუალოდ ამ პირის მხრიდან გამოვრიცხავ, ეს არის ვიღაცის კარნახით ჩადენილი დანაშაული“,- განაცხადა გიორგი ბუღრაძემ.

Etaloni.ge-სთვის სკოლის დირექტორის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სავარაუდოდ არალეგალურად იმყოფება.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება