სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ფრანკფურტის წიგნების ბაზრობის პრეზიდენტი: ვიზრუნებთ, რომ ქართულმა ლიტერატურამ იპოვოს მკითხველი მთელ მსოფლიოში
14-10-2018
-
+


„ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გააგრძელებს იმაზე ზრუნვას, რომ ქართულმა ლიტერატურამ იპოვოს მკითხველი მთელ მსოფლიოში“, - ამის შესახებ ფრანკფურტის წიგნების ბაზრობის პრეზიდენტმა იურგენ ბოსმა ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა.

„შურით ვარ აღსავსე, მშურს თქვენი ქვეყნისა, რომელიც ასეთ შემოქმედებით ნიჭს შობს. პირველად საქართველოში 2013 წელს მოვხვდი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ლიტერატურა მაინტერესებდა, მაინტერსებდა ვინ იყვნენ ის ავტორები, ვისთანაც საქმე გვექნებოდა.

ამდენი არ ვიცოდით საქართველოს შესახებ. ვიცოდით, რომ ამ ქვეყანაში დიდი შემოქმედებითი ნიჭი გველოდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ის რაც მოხდა, მოულოდნელი აღმოჩნდა. როცა საბას ნომინატთა სიას გავეცანი, აქაც მივხვდი რასთან გვაქვს საქმე. მადლობა ავტორებს, რომლებიც ახლა ფრანკფურტში არიან. ჩვენ ყველამ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და კარგი ის არის, რომ საქართველოს სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობით არ დამთავრდება და ჩემი გუნდი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გააგრძელებს იმაზე ზრუნვას, რომ ქართულმა ლიტერატურამ იპოვოს მკითხველი მთელ მსოფლიოში” - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას იურგენ ბოსმა.

ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოების მე-16 ცერემონიალი წელს ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზ Kaisersaal-ში გაიმართა. 

გაიცანით ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება